შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
როგორც ამბობენ, მოდა ბრუნავს. ეს გამოთქმა ინტერიერის დიზაინის სფეროსაც ესადაგება ხოლმე. მაგალითად, თანამედროვე მინიმალისტური და სუფთა ხაზები მე-20 საუკუნის შუა პერიოდის გამოძახილია. ასევე ინტერიერში ხშირად შეხვდებით 60-70-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ნათელ და მკვეთრ ფერებს. ამ ბოლო დროს კი, მობინადრეები მინიმალისტური სიცივის საპირწონედ, პოსტმოდერნისტულ სტილს ირჩევენ, რომელიც ინტერიერში 80-იანი წლებიდან აქტიურად გამოიყენება და ექსტრავაგანტულობით, ცოცხალი ფერებით და ექსპრესიულობით ხასიათდება. მისთვის დამახასიათებელი ელემენტებია:
კომპლექსურობა
თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში არცერთი დეტალი არ იწვევდეს უბრალოების შეგრძნებას, თითოეული მათგანი სიმბოლურობით გამოირჩეოდეს და საკუთარი ისტორია ჰქონდეს, პოსტმოდერნისტული სტილი აირჩიეთ. 60-იანი წლების ჰიპების ბოჰემურმა კულტურამ სამომავლო ინტერიერის დიზაინზეც დატოვა თავისი კვალი. ყვავილების ძალამ და თავისუფლებამ პოსტმოდერნისტულ სტილში თავისი თავი ჰპოვა. შეიძლება ითქვას, რომ მინიმალიზმის უბრალოებას პოსტმოდერნიზმი კომპლექსურობით უპირისპირდება და სირთულეების მოყვარულ ადამიანებს საუკეთესო სტილს სთავაზობს.
მკვეთრი ფერები და პატერნები
კვასკვასა ფერები, ორიგინალური პატერნები და ძლიერი კონტრასტები პოსტმოდერნისტული დიზაინის დამახასიათებელი ელემენტებია. ამ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი მარტივად შესამჩნევია, რადგან ის მკვეთრი და ფერადი ფერებით არის სავსე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, რომ თქვენ გემოვნებიან, ორიგინალურ და სტუმართმოყვარე სივრცეს იღებთ.
თანამედროვე პოსტმოდერნისტული ინტერიერის ფერებია: ავოკადოსფერი, ფორთოხლისფერი, ფირუზისფერი, ზოგჯერ მეტალისფერი და მათი ბუნებრივი ჩრდილები.
ფორმები და ხაზები
პოსტმოდერნისტული ინტერიერი სუფთა ხაზებს არ ითვალისწინებს, რადგან ისინი არასწორ კუთხეებსა და ბუნდოვან ფორმებს იძლევიან. სწორედ ამიტომ, ამ სტილში ჭარბობს ასიმეტრიული ხაზები, ხოლო საინტერესო დიზაინის და ფორმის სანათები, ავეჯები და დეკორატიული საგნები ამ სტილის დამახასიათებელი ელემენტებია.
ტექსტურა და მასალები
პოსტმოდერნისტულ ოთახს მჭიდრო ნაქსოვის ტექსტურა და ხის მასალა ამშვენებს, რომლებსაც ინტერიერში სითბო და ხასიათი შემოაქვთ. ასევე იყენებენ მინას, ტყავს, პლასტმასს და შედარებით ძვირფას მასალებს, როგორებიცაა, ბეწვი და ხავერდი.
პოსტმოდერნიტული ინტერიერის თითოეული ნაწილი შეგიძლია გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად, თუ ინტერიერში გამოიყენეთ ლამინატი, მუყაო და პლასტმასი, პოსტმოდერნისტული ფერების დახმარებით შეგიძლიათ ბევრად ძვირადღირებული და ორიგინალური იერი მისცეთ.
ორიგინალური დიზაინი
პოსტმოდერნისტული ფერები, პატერნები და ორნამენტები ჩვეულებრივ ნივთებს ორიგინალური სტილის აქსესუარებად გარდაქმნიან. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ამგვარი კოლაბორაცია ამ სტილისადმი დაინტერესებას იმწამსვე იწვევს. მაგალითად, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ოთახის კარი წითელ ფერებში გადაღებოთ და ლურჯი ხაზები დაუმატოთ. ამით ინტერიერს სიხალასეს და პოსტმოდერნისტულ მუხტს შესძენთ.
თუ ბინა არქის დასრულებულ პროექტში გაქვთ შეძენილი და გსურთ თქვენი სახლი პოსტმოდერნისტული სტილში მოაწყოთ, არქი ქარდის საშუალებით საჭირო სარემონტო ნივთებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.