შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ენერგიის ჭარბად მოხმარებას მსოფლიო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიჰყავს, რაც, თავის მხრივ, კლიმატის გაუარესებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი, არა მხოლოდ ჩვენს გარემო პირობებზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ - ადამიანების ჯანმრთელობაზეც.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ენერგოეფექტური შენობები საუკეთესო გზაა. რას გულისხმობს ენერგოეფექტურობა მშენებლობაში და რა ბენეფიტები აქვს მას?
ენერგოეფექტურობა არის ენერგიის, როგორც რესურსის ოპტიმალური გამოყენება და მისი მაქსიმალურად შეზღუდვა სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო პროცესებში ისე, რომ ამით მიღებული სარგებელი არ შეიცვალოს. მშენებლობაში ენერგიის ეკონომია არა ჩვენი კომფორტის, არამედ იმ დანაკარგების ხარჯზე ხდება, რომელიც შენობებიდან გაიდევნება. ენერგოეფექტურობის მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ენერგიის დაზოგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი წარმოება. შესაბამისად, ენერგოეფექტური ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ ენერგიის უშედეგოდ დაკარგული რაოდენობა ჩვენივე კომფორტისთვის გამოვიყენოთ. გარემო რესურსების მოფრთხილების გარდა, ენერგიის ეკონომიას სხვა ბენეფიტებიც აქვს, მაგალითად, ჩვენს სახლში ტემპერატურა სტაბილურდება და, აქედან გამომდინარე, კომუნალური ხარჯები მცირდება. ენერგოეფექტურობის ძირითადი კომპონენტი შენობის გარე ფასადის დათბუნებაა, ხოლო მასალებად გამოიყენებენ როკულებს (რომლებიც ათბუნებს კედელს), დაბალემისიურ მინაპარკეტს და მაღალი ხარისხის კარფანჯარას.
არქის ბინების მშენებლობისას იყენებს ენერგოეფექტურ სამშენებლო იტონგის ბლოკს. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იტონგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ნაკლები თბოგამტარობა ნაკლებ დახარჯულ ენერგიას ნიშნავს. ამ დროს ოთახი დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და გათბობისა თუ გაგრილებისთვის 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები შეგიმცირდებათ.
არქი ასევე იყენებს დაბალემისიურ მინებს, რომლებიც ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. ეს მინები ამცირებს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს ისე, რომ ოთახში შემომავალი სინათლე უცვლელი რჩება. ჩვეულებრივ მინაზე ასხამენ მიკროსკოპულად თხელ მასას, რომელთან შედარებით ადამიანის თმის ღერიც კი უფრო მსხვილია. მიღებული დაბალემისიური მინები გამჭვირვალეა და ოთახის სითბოს ირეკლავს. ამიტომ, ბინაში ტემპერატურა სტაბილურად იგივე რჩება ხოლმე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არქის პრესტიჟული საცხოვრებელი პროექტი, არქი თაუერი, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო 6 პროექტში მოხვდა. არქი თაუერი ამ პროექტებს შორის ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. საცხოვრებელ შენობებში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება გონივრული არჩევანია და ენერგიის დაზოგვასთან ერთად, ხარჯის შემცირებასა და გარემოზე ზრუნვასაც ნიშნავს.