შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ახალი წლის მოსვლას ყველა მოუთმენლად ველოდებით. რთული წლის შემდეგ, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული ჩვენს ბინებში მაინც იგრძნობა. სწორედ ეს არის ახალი წლის ჯადოსნური ეფექტიც - ყველაფრის მიუხედავად ის გვახალისებს და გვაბედნიერებს. რა სჯობს, როდესაც სახლის საახალწლოდ მოწყობის პროცესში მთელი ოჯახი მონაწილეობს და პოზიტიური ემოციები ოჯახის თითოეულ წევრზე ვრცელდება?
თუ გსურთ, რომ თქვენი საახალწლო დეკორაციები კრეატიული იყოს, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.
კლასიკური კომბინაცია
თუ თქვენი ბინის ინტერიერი კლასიკურ სტილში არის გადაწყვეტილი და მასში შავი და თეთრი ფერების კომბინაცია სჭარბობს, საახალწლო მუხტის შემოსატანად გამოიყენეთ წითელი და მწვანე დეკორაციები. წითელი ორნამენტებით დახუნძლული მწვანე ნაძვის ხე და ამავე ფერებში შესრულებული სხვადასხვა სახის დეკორაცია, ბინაში საახალწლო განწყობასთან ერთად ელეგანტურ გარემოსაც შექმნით.
მინიმალიზმი ცუდს არ ნიშნავს
რადგან ინტერიერში უკანასკნელი ტრენდები მინიმალისტურია, 2020-21 წლის საახალწლო დეკორაციების შერჩევაზეც იგივე პრინციპი მოქმედებს. რეალურად, საახალწლო მინიმალიზმი ცუდს საერთოდ არ ნიშნავს, პირიქით:
საახალწლო მასალები
არ არის აუცილებელი, დეკორაცია რბილი მასალისგან იყოს დამზადებული. მშვენიერი არჩევანია, თუ მეტალის ან მინის ორნამენტებს გამოიყენებთ. მუქი ფერის ინტერიერს მეტალის ორნამენტები განსაკუთრებულად უხდება. ეს უკანასკნელი მას ანათებს და ელეგანტურ იერს აძლევს. ასევე იდეალური ვარიანტია ნაცრისფერის, ოქროსფერისა და ვერცხლისფერის კომბინაცია, რომელიც ბინაში ზუსტად საახალწლო განწყობას შემოიტანს.
საახალწლო სუფრა
საახალწლო სუფრაზე ყველაზე მეტად იგრძნობა ოჯახური სითბო, სიმყუდროვე და ახალი წლის მოლოდინი. მაგიდასთან ერთად სკამებიც საახალწლო დეკორაციებითა თუ ლენტებით გააფორმეთ. არ დაგავიწყდეთ საახალწლო მცენარეების განთავსებაც, რომლებიც მთელ სუფრას ჯადოსნურ მუხტს შემატებს.
განათება - რაც შეიძლება მეტი განათება
საახალწლო დეკორის პიკი განათებებია, რომლებიც ბინის მორთვისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. განათებები ნაძვის ხეზე, განათებები ფანჯრის რაფებზე, განათებები კედლებზე და სხვა. აუცილებლად გამოიყენეთ LED განათების წვრილი ნათურები და მიეცით მას ნებისმიერი ფორმა. ასევე ეფექტურია სანთლებისა და ფარნების გამოყენებაც.
დანარჩენი საახალწლო დეკორაციები
ყველა ოჯახს თავისი ტრადიციული წესი აქვს, თუ როგორ უნდა მორთოს ბინა საახალწლოდ. ფერადი განათება, კონფეტები, ბრჭყვიალა დეკორაციები, თხილი, სასანთლეები, სინათლის ინსტალაციები - თითოეული მათგანი სიხარულითა და ბედნიერებით გვავსებს, თუმცა არსებობს საახალწლო სხვა სიმბოლოებიც, რომლებსაც უფრო ღრმა დატვირთვა აქვთ.
მაგალითად, საახალწლო გვირგვინი, რომელსაც სახლის კარზე დაკიდულს შეხვდებით, მარადიული სიყვარულის, იღბალისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ეს ძალიან ლამაზი დეკორი შეგიძლიათ მორთოთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ლენტებით, გირჩებით თუ სათამაშოებით.
სახლის საახალწლოდ მორთვის პროცესში, გირჩევთ, უყუროთ არქის რეკლამას, რომელიც თბილ და ჯადოსნურ ემოციებს მოგიტანთ, სწორედ ისეთს, როგორიც ახალი წლისთვისაა დამახასიათებელი.