შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
საძინებელი ოთახი ის სივრცეა, სადაც გძინავთ, ისვენებთ და იღდგენთ ძალებს. დასვენებასთან ერთად, ამ ოთახს დამატებითი ფუნქციაც შეგიძლიათ შეუთავსოთ და რომანტიკული გარემო შექმნათ. ჩვენი პატარა და მარტივი რჩევები დაგეხმარებათ მყუდრო და რომანტიკული საძინებელი ოთახის
საძინებელ ოთახში რომანტიკული გარემო შემდეგი ელემენტებით შეგიძლიათ შექმნათ: რბილი თეთრეული, ნაზი განათება, სანთლები, რბილი ხალიჩები და აბრეშუმის ფარდები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა, ნაზი თეთრეულია, რომელიც კანთან შეხებისას ძალიან სასიამოვნოდ აღიქმება. აბრეშუმი, სატინი თუ ეგვიპტური ბამბა - ეს ის ბუნებრივი მასალებია, რომლებიც ხარისხიან და რბილ თეთრეულს ქმნიან.
საძინებელ ოთახში ტექსტურას დიდი ყურადღება ექცევა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მას უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფერებს. ნაზი, რბილი მასალა სივრცეს სიღრმესა და მგრძნობელობას ანიჭებს. აბრეშუმის თეთრეული, ქაშმირის ფარდები, ხავერდით დაფარული სკამები ოთახში რომანტიკულ და ემოციურ გარემოს ქმნის.
საძინებელში ხალიჩა დეკორის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ სივრცეში ხომ დეკორაციები არა მხოლოდ ვიზუალური კუთხით უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ სასიამოვნო ტექსტურაც ჰქონდეთ, რომლებთან შეხებისასაც თავს მშვიდად და მყუდროდ იგრძნობთ. ამ შეგრძნებებს შალის შემცვლელი, ვისკოზის ხალიჩა მოგანიჭებთ. თუ უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ, აბრეშუმიც იდეალური არჩევანი იქნება.
ატმოსფეროს შექმნაში უდიდესი როლი განათებას უჭირავს. რომანტიკული გარემოს შესაქმნელად რეგულირებადი სანათები დაგჭირდებათ, რომელთა შუქსაც მაშინ შეამცირებთ, როდესაც მოგესურვებათ. დაიხმარეთ სხვა ტიპის განათებებიც, მათ შორის, იატაკის სანათურები და ბრები.
განათებასთან ერთად, ოთახში განწყობას ფერიც ქმნის. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ყველაზე მეტად რომანტიკულ ატმოსფეროს წითელი ფერი ქმნის. წითელი მართლაც უკავშირდება ენერგიასა და სიყვარულს, თუმცა საძინებელ ოთახში მისი ზემოქმედება სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, შემდეგ კი უკვე გაღიზიანებას იწვევს. უმჯობესია, გამოიყენოთ უფრო რბილი ფერები დამამშვიდებელი ტონებით, როგორებიცაა, პასტელური ვარდისფერი, ცისფერი და რბილი ნაცრისფერი.
თუ თქვენი მიზანი რომანტიკული გარემოს შექმნაა, კედლის დეკორაციები სწორედ ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ. ყვავილების, ლანდშაფტებისა თუ მდინარეების პეიზაჟები საუკეთესო არჩევანი იქნება, რომელიც საძინებელ ოთახს სივრცულობით, ხასიათითა და რომანტიკით აავსებს.
რომანტიკულ ატმოსფეროს სხვადასხვა სასიამოვნო სურნელება ქმნის. სურნელოვანი სანთლები, ახალი ყვავილები რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს. სინთეტიკურ სუნამოებსა და სურნელებებთან შედარებით, არჩევანი ესენციურ ზეთებზე შეარჩიეთ. მაგალითად, მუშკისა და ლავანდის ზეთები საძინებელ ოთახში სასიამოვნო სურნელებას დააყენებს.
თუ ბინა შეძენილი გაქვთ არქის საცხოვრებელ კომპლექსში, თქვენ გადმოგეცემათ ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი. მისი საშუალებით, საძინებელი ოთახისთვის გასაფორმებელ დეკორაციას ჩვენს პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეიძენთ.