Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

16/04/2021 _ ინტერიერი

6 რჩევა სააბაზანოს სწორი ორგანიზებისთვის

სააბაზანო ოთახი ის ადგილია, სადაც პირსახოცებს, ჰიგიენურ თუ კოსმეტიკურ ნივთებს ვინახავთ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სააბაზანო სხვა ოთახებთან შედარებით მცირე ფართისაა, აქ წესრიგს ყველაზე დიდ ყურადღებას ექცევა. წესრიგი კი, უპირველესად, სწორი ორგანიზებით მიიღწევა. თაროები, კალათები, ორგანაიზერები თუ უბრალოდ სათავსოები ის აუცილებელი დეკორებია, რომლებიც სააბანაზოში აუცილებლად დაგჭირდებათ.

 

 

დაამატეთ საკიდი კაუჭები

 

 

საკიდ კაუჭებს ყველა სააბაზანოში შეხვდებით. ოთახში მათი გაორმაგებული რაოდენობა ორგანიზების მეტ საშუალებას იძლევა. დამატებითი კაუჭები შეგიძლიათ განათავსოთ ოჯახის წევრების სიმაღლის მიხედვით, რათა პირსახოცები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. 

 

გამოიყენეთ კალათები

 

სააბაზანოში კალათებს ბევრი დანიშნულებით იყენებენ. აქ ინახავენ საპირფარეშოს ნივთებს, პირსახოცებს და კოსმეტიკასაც კი. სივრცის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია, თუ კალათებს ნიჟარის ქვევით დადგამთ ან საერთოდაც - კედელზე ჩამოკიდებთ. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, დაწნული კალათები აბაზანის ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება. 

 

დაამატეთ საშხაპის სათავსო

 

საშხაპისთვის განკუთვნილ სათავსოს რამდენიმე დონიანი თაროები აქვს, რომლებიც იდეალურია ისეთი ნივთების დასაწყობად, როგორებიცაა, პირსახოცები, შამპუნი, კონდიციონერი, თავისა და სახის დასაბანი საშუალებები. ბავშვებისთვის გაითვალისწინეთ სათამაშოების ბადე ან სათავსო ყუთი, რომელსაც კედელზე მიამაგრებთ. ეს საჭირო აქსესუარი დაგეხმარებათ ნივთები ყოველთვის ერთ ადგილას გქონდეთ და სააბაზანო ოთახი მუდამ მოწესრიგებული იყოს.

 

სცადეთ ფერებით ორგანიზება

 

 

როცა საქმე ბავშვებს ეხება, სააბაზანოს მოწესრიგებას შედარებით დიდი ხანი სჭირდება ხოლმე. იმისთვის, რომ დაზოგოთ დრო და ენერგია, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის სათავსო კონტეინერები, კედლის კაუჭები და ჭიქები. მათში გადაანაწილეთ კბილის ჯაგრისები, პირსახოცები თუ უბრალოდ სათამაშოები. ეს თქვენ დაგეხმარებათ სააზაბანოს მარტივად დალაგებაში, ასევე თქვენს შვილსაც მარტივი და მხიარული გზებით აჩვენებთ, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ნივთების ორგანიზება და წესრიგის შენაჩუნება.

 

დააყენეთ თაროები

 

ღია თუ დახურული თაროები სათავსოს იდეალური საშუალებებია. კედელზე დამონტაჟებული თაროები სივრცეს არაჩვეულებრივად ზოგავს და რაც შეიძლება მეტი ნივთის შენახვის საშუალებას იძლევა.

 

დაიხმარეთ დეკორატიული კიბე

 

 

თუ თქვენი აბაზანა პატარა ფართისაა, რომელსაც დამატებითი თაროებით ვერ გადატვირთავთ, დეკორატიული კიბე იდეალურ ალტერნატიულ ვარიანტად გაითვალისწინეთ. დეკორატიული კიბე ნებისმიერი პატარა აბაზანის დეკორატიულ სტილს ერგება და მინიმალისტურ დიზაინს ქმნის. თავად კიბის დიზაინი სწორედ ისეა გათვალისწინებული, რომ ზოგი საფეხური განიერია და მასზე შეგიძლიათ დაალაგოთ პირსახოცები, ხელსახოცები და წიგნებიც კი.

 

ზემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ნებისმიერი ზომის სააბაზანო ოთახი მუდამ მოწესრიგებული და ორგანიზებული გქონდეთ. თუ ბინა შეძენილი გაქვთ არქის დასრულებულ პროექტში, გამოიყენეთ ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი. ბარათის დახმარებით თქვენ დიდი ფასდაკლებით შეიძენთ სააბაზანოსთვის განკუთვნილ აქსესუარებს.