Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

19/06/2020 _ ინტერიერი

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი

არ არსებობს სახლში ისეთი სივრცე, რომლის მოწყობა და ზრუნვა ადამიანებს ისევე უხარიათ, როგორც საბავშვო ოთახისა. სხვა ოთახებისგან გამორჩეულად საბავშვო ოთახი სრულად ასახავს მასში მცხოვრები ბავშვის განვითარების პროცესს. ოთახზე ზრუნავთ მაშინაც კი, სანამ ბავშვი დაიბადება, ხოლო მის ზრდასთან ერთად, სივრცის ინტერიერსაც ბავშვის ინტერესების შესაბამისად ვცვლით. თქვენი შვილების მხიარული და ლამაზი წლები მეტწილად საბავშვო ოთახთან არის ხოლმე დაკავშირებული. შესაბამისად, ეს სივრცე ყოველთვის საყვარელ ისტორიებს გვახსენებს და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. 

 

საბავშვო ოთახის ინტერიერის დიზაინის შექმნა კომპლექსური ამბავია. ის უნდა იყოს: უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული, მარტივად მოსავლელი და ბავშვის ინტერესებს მორგებული. საბავშვო ოთახის ზომის მიუხედავად, ის რამდენიმე ზონად უნდა დაყოთ: დასვენების და ძილის  სივრცედ, სასწავლო სივრცედ, სათამაშო და სათავსო სივრცედ.

 

ინტერიერის დიზაინისთვის არჩეულ ფერებს ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვების ემოციურ განწყობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თუ საბავშვო ოთახის დიზაინს ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტთ, ბევრად უკეთესი იქნება. სინათლისა და ნეიტრალური ფერების პალიტრის გამოყენება ოთახში ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს ქმნის, რაც ბავშვს ღამით დაძინებას უმარტივებს.

 

ბავშვების წარმოსახვის უნარი ძალიან მდიდარია, რომელსაც განვითარება მუდმივად სჭირდება. ამაში ოთახის დიზაინიც შეგიძლიათ დაიხმაროთ. ბავშვებისთვის თემატური  ინტერიერი ბევრად სახალისო და დასამახსოვრებელი იქნება. ამომავალ თემებად აირჩიეთ: კოსმოსი, ფუმფულა ცხოველები, ციხესიმაგრეები, ჯუნგლები.

 

ამგვარი თემატური დიზაინების შედარებით ბიუჯეტურ ალტერნატივად დეკორაციული კედელი გვევლინება. თუ თქვენ 1-ზე მეტი შვილი გყავთ, ეს უკანასკნელი ვარიანტი იდეალურია, რადგან თითოეული კედელი მათი ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით იქმნება. დეკორაციული კედელი პოპულარობას არ კარგავს. ეს წარმოადგენს ვერტიკალურ ზედაპირს, რომელიც ღია ან მუქ ფერებშია გაფორმებული. ამ ბოლო დროს კი თხელი მაგნიტური კანვასი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბავშვებს, რომლებსაც ძალიან უყვართ კედელზე ხატვა, შეუძლიათ დახატონ კანვასზე, დაამაგრონ თავიანთი ნახატები და ხელით შექმნილი ნამუშევრები. ასევე პოპულარულია ფოტო შპალერი, რომელიც ზუსტად შეგიძლიათ  შეუსაბამოთ თქვენი ბავშვის ინტერესებს და მაშინ შეცვალოთ, როდესაც ინტერესები შეიცვლება.

 

თუ თქვენი შვილი აქტიურია, უყვარს სპორტი და მოძრაობა, შეუქმენით ისეთი გარემო, სადაც ამ ენერგიას ბოლომდე დახარჯავს. შვედური კედელი, ჰორიზონტალური ბარი თოკებითა და რგოლებით, მინისაცოცი კედელი -  ოთახის სპორტული დიზაინის შესაქმნელად ეს ელემენტები საბაზისო დონეს შეგიქმნით.

 

აქტიური ბავშვებისთვის საბავშვო ოთახის სკანდინავიური ინტერიერის დიზაინში გადაწყვეტა ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ნათელი ფერები ჰიპერაქტიურ ბავშვებში აქტივობის დონეს ზრდის. სკანდინავიური სტილი კი თავისი თოვლისფერი სითეთრითა და უბრალოებით წყნარ ატმოსფეროს ქმნის. საწოლი და სათავსო, საწერი მაგიდა ან თეთრი იზელი, ღია ფერის ხისგან დამზადებული ავეჯი ემოციურ დონეზე სიმშვიდის გარანტია.

 

რაც შეეხება მატერიებს, მათი სწორად შერჩევით თქვენ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. მაგალითად, კედლისთვის პრაქტიკული და ვიზუალურად მისაღები მასალა ვინილის ზედაპირზე ქაღალდის შპალერია.  ჭერი უმჯობესია თუ მოჭიმული და მოხატული იქნება. იატაკისთვის კი კორპის მატერია ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც საჭიროა - ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ვიზუალურად ლამაზი, მარტივად გასაწმენდი, ნაკლებად ალერგიული და უსაფრთხო. ხის ავეჯი საბავშვო ოთახისთვის ცალსახად საუკეთესო არჩევანია. შეუღებავი ხის მასალა ოთახში თბილ, მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.