Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

05/05/2020 _ ინტერიერი

როგორ შევქმნათ მყუდრო და კომფორტული საძინებელი ოთახი?

საძინებელი ოთახია სახლში ის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ცხოვრების ერთ მესამედს ატარებთ. სწორად დაგეგმარებულ საძინებელს თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. კონკრეტულად კი, სწორად შერჩეული ავეჯი, ფერები, განათება და ქსოვილები ქმნიან კომფორტულ და მშვიდ ატმოსფეროს, რაც გეხმარებათ იძინოთ სრულფასოვნად, შეამციროთ სტრესის დონე, შეიქმნათ სიმყუდროვის, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნება.იმისთვის, რომ დილა ენერგიითა და კარგი განწყობით დაიწყოთ, ჩვენი რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.

 

  • ფერები

 

 საძინებელი ოთახის მოწყობის ერთი უჩვეულო წესი არსებობს: პეპლის ეფექტის მსგავსად, აქ თითოეული დეტალი ერთმანეთს განაპირობებს და ყველაფერი ერთად კი თქვენს განწყობასა და სულიერ სიმშვიდეზე მოქმედებს. პირველ რიგში, ეს ფერებია, რომლებიც ვიზუალური ეფექტის შექმნისას მოწინავე პოზიციის იკავებენ. ფერების შერჩევისას არჩევანი მშვიდ, ნეიტრალურ ტონალობებზე გააკეთეთ. მაგალითად, თუ პატარა ფართის საძინებელი გაქვთ, თეთრი პრაქტიკული და იაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს ფერი სივრცეს ვიზუალურად ზრდის და უფრო ნათელს ხდის. თუ თბილი ფერების მოყვარული ხართ, აირჩიეთ ბაცი მწვანე, ვარდისფერი ან ატმისფერი. ოთახის ძირითადი ნაწილისთვის ნეიტრალური თბილი ფერი აიღეთ, ხოლო ცისფერი და ღია ვარდისფერი დეკორაციების სახით დაამატეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ფერის ფარდები, ბალიშები ან საწოლის გადასაფარებელი. იმ სიმშვიდისა და სიწყნარის განცდა, რომელსაც ეს ფერთა გამა ქმნის, თქვენ დაგეხმარებათ იძინოთ სრულფასოვნად, მომდევნო დღე კი დასვენებულებმა და ახალი ენერგიებით აღსავსემ დაიწყოთ.

 

  • განათება

 

საძინებელ ოთახში განათებას ძალიან დიდი როლი უკავია. თქვენი ორგანიზმი დაძინებისას ჰორმონ მელატონინს, გაღვიძებისას კი - კორტისოლს გამოიმუშავებს. ერთი მათგანი დაძინებაში გეხმარებათ, მეორე კი - გაღვიძებაში. იცოდით, რომ განათება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მათ გამომუშავებაზე ახდენს გავლენას? სწორად შერჩეული განათება კი თავიდან აგარიდებთ ინსომნიას და მისგან გამოწვეულ სტრესს. თბილი, ნაზი და ირიბი განათება მზის ჩასვლის ასოციაციას ქმნის, რომელიც გახსენებთ იმას, რომ დღე დასრულდა და დასვენების დროა. ამ ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ ლედ განათება ან მაგიდის სანათურები. თქვენი ესთეტიკური სიამოვნებისთვის კი შეგიძლიათ მაგიდისა და კედლის სანათურები ერთმანეთს სიმეტრიულად შეუხამოთ. დიდი ფართის საძინებელში ჭერიდან დაშვებული მომცრო სანათები შეგიქმნით მყუდრო და თბილ ატმოსფეროს.

 

  • ქსოვილები

 

ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება მაშინ არის, როდესაც დაღლილი დღის შემდეგ რბილ და სუფთა თეთრეულში წვებით და თავს ფუმფულა ბალიშში დებთ, გაღვიძებისას კი იატაკის ნაზ ხალიჩაზე ადგამთ ფეხს. ეს შეგრძნებები, ერთი მხრივ, ხელს გიწყობთ იძინოთ მშვიდად და სრულფასოვნად, მეორე მხრივ, კი დილა ენერგიულად და პროდუქტიულად დაიწყოთ. ამ შეგრძნებების მიღწევაში კი ბუნებრივი და მაღალი ხარისხის ქსოვილები დაგეხმარებათ. ხავერდი ის ტექსტურაა, რომელიც ესთეტიკურობისა და სინაზის არაჩვეულებრივი ნაზავია. მოდური ხავერდი შეიძლება გამოიყენოთ საბნების, ბალიშებისა თუ სავარძლების გადასაფარებლად.

 

  • საწოლი

 

საძინებელი ოთახი საწოლის გარეშე არ არსებობს. ამ უკანასკნელის შერჩევისას კი მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ზუსტად თქვენთვის შესაფერისი საწოლი იპოვოთ. მცირე ფართის საძინებელში რეკომენდებულია მრავალსათავსოიანი  საწოლი, რომელსაც ე.წ თავი არ აქვს. საწოლი დადგით ფანჯარასთან - მზის სხივები გაღვიძებას უფრო სასიამოვნო პროცესად გადააქცევს.

 

  • სათავსოები

 

დასაძინებელ სივრცესთან ერთად საძინებელს მეორე ფუნქციაც აქვს - მოგცეთ სივრცე თქვენი ნივთების შესანახად. კარადები თქვენი ტანსაცმლისთვის, სათავსოები თეთრეულისთვის, უჯრები აქსესუარებისთვის - ერთი სიტყვით, ამ ოთახში სათავსოების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი განლაგება კი აისახება თქვენს აქტიურობაზე, ძილის პროცესსა და სიმშვიდეზე. დამალული სათავსოები ყველაზე ეფექტური გზაა იმისთვის, რომ საძინებელი ოთახი არ გადაიტვირთოს. საწოლის ქვედა ნაწილი კი, ტანსაცმლის სათავსოდ გამოიყენეთ. პატარა საძინებლის შემთხვევაში სარკიანი კარადა კარგ შემნახველთან ერთად ოთახის ვიზუალურად გაზრდის ფუნქციასაც მოირგებს. კედლის სათავსოები კი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა დაზოგოთ სივრცე თქვენს მყუდრო საძინებელში.

 

საძინებელი ოთახი თქვენი ნავსაყუდელია, სადაც ისვენებთ, იღდგენთ ძალებს და ემზადებით მეორე დღისთვის. მისი სწორად მოწყობა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. შეგახსენებთ, რომ არქი გთავაზობთ ინდივიდუალურ გეგმარებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბინის თითეული ოთახი თქვენს ინტერესებსა და სურვილებზე იყოს მორგებული.