შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ზამთრის ცივი და ბნელი დღეები დასასრულს უახლოვდება. ამ სეზონს ბევრი ჩვენგანი სულმოუთმენლად და ბევრი გეგმით დატვირთული ელოდება. გაზაფხული სწორედ სიახლეებისა და სიმსუბუქის პერიოდია, რომელიც ზოგჯერ სწორედ ჩვენი განახლებული სახლიდან იწყება. როგორ უნდა განვაახლოთ სახლი გაზაფხულისთვის?
დალაგება
გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც სახლის ღრმა დასუფთავებას ვიწყებთ და ზამთრისგან შემორჩენილ ნივთებს ვაორგანიზებთ. დაორგანიზება-დალაგების ეტაპზე მთელი ოჯახის ჩართულობა ამ პროცესს უფრო ამარტივებს და სახალისოს ხდის. საბოლოო შედეგად კი, სუფთა სახლს ვიღებთ, სადაც მსუბუქი ატმოსფერო იგრძნობა.
შეცვალეთ ქსოვილები
გაზაფხულისთვის ზამთრის სქელი და მუქი ფერის ქსოვილები მთლად შესაბამისი არ არის, ამიტომ მათი განახლება ნელ-ნელა დაიწყეთ. მაგალითად, ხავერდსა და ბეწვთან შედარებით, ბამბას, თეთრეულსა და აბრეშუმს უფრო ღია შეფერილობა და სიმსუბუქე ახასიათებთ. მგავსი ქსოვილები შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშებზე, ხალიჩებსა თუ ფარდებზე. შედეგად თქვენ შექმნით საგაზაფხულო დიზაინს, რაც მსუბუქი და ლაღი განწყობებით აგავსებთ.
დაამატეთ ფერი და პატერნი
ნათელი, ფერადი ფერები თქვენს საგაზაფხულო სახლს ნამდვილად დაამშვენებს. ამისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარება სულაც არაა საჭირო და სულ პატარა დეტალებსაც კი შეუძლია ინტერიერში გაზაფხული შექმნას. მაგალითად, ფერადი ნახატების, ბალიშებისა თუ აბაჟურების დამატებით განსხვავებულ ეფექტს მიიღებთ და სიახლის შეგრძნებაც დაგრჩებათ.
განათება
ზამთრის მუქი და ბნელი დღეებისგან განსხვავებით, გაზაფხული უფრო გრძელი დღეებით და მზის სხივებით გვანებივრებს. ბუნებრივი სინათლე კი ჩვენს განწყობაზე დადებითად აისახება ხოლმე. რაც უფრო ნათელია სახლი, მით უფრო ბედნიერად ვგრძნობთ მასში თავს. ფანჯრების გაწმენდა, სქელი ფარდების უფრო თხელ ფარდებად შეცვლა თქვენს სახლში უფრო მეტ ბუნებრივ სინათლეს მოიზიდავს.
გადაადგილეთ ნივთები
ინტერიერში ცვლილებები ყოველთვის კარგი ვარიანტია. ავეჯის გადაადგილება ბინას ახლებურ შესახედაობას აძლევს. მაგალითად, ხალიჩებისა და ნახატების გადაადგილებას უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ნივთების გადაადგილების უპირატესობა სწორედ ისაა, რომ თუ მათ განსხვავებული წერტილიდან შეხედავთ, მას ახლებურად დაინახავთ.
დაამატეთ მცენარეები
გაზაფხულთან პირველი ასოციაცია სიმწვანეზე, სუფთა ჰაერსა და მცენარეებზე გვაქვს ხოლმე. საგაზაფხულო ინტერიერის შექმნა სწორედ ბინაში მცენარეების დამატებით შეგიძლიათ. ახალი ყვავილების ტკბილი სურნელება სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის, სიმწვანე კი ინტერიერს რბილ ტექსტურასა და ლამაზ ფერებს დაუმატებს.
განაახლეთ აივანი
ერთ-ერთი სივრცე, სადაც ყველაზე მეტად გაზაფხული შეიძლება შეიგრძნოთ, აივანია. ზამთრის მცენარეები უკვე გაზაფხულის ყვავილებით შეგიძლიათ განაახლოთ და აივანიც სასიამოვნო სურნელებით აავსოთ.