Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

09/02/2021 _ ინტერიერი

როგორ უნდა მოაწყოთ სახლის ბიბლიოთეკა?

წიგნების კითხვა ბევრი ადამიანის საყვარელი აქტივობაა. თავად წიგნების მოყვარულებსა თუ შემგროვებლებს ბიბლიოფილებს უწოდებენ. სახლის ბიბლიოთეკა კი მათი ყველაზე დიდი ოცნებაა. თუ თქვენც ძალიან გიყვართ წიგნები და გსურთ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა გქონდეთ, ამ ოცნების ასრულება პატარა ფართის ბინაშიც კი მარტივად შეგიძლიათ. თუ როგორ უნდა მოაწყოთ ის, ამაში ჩვენი რჩევები დაიხმარეთ.

 

 

წიგნების სათავსო

 

სახლის ბიბლიოთეკა ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. სწორედ, ამის გამო ბევრ სახლში ჩაშენებული წიგნების კარადა შეგხვდებათ. ეს ვარიანტი ვიზუალურად ეფექტურად გამოიყენება, თუმცა არცთუ ისე ბიუჯეტურია.

არსებობს ლამინირებული წიგნების კარადა, რომელიც შედარებით ეკონომიური ვარიანტია. მისი ნაკლი ისაა, რომ დროთა განმავლობაში თაროები წიგნების სიმძიმისგან იღუნება ხოლმე.

შესაძლებელია ხის თაროებისგან წიგნების კარადის აწყობაც. თავად თაროები სხვადასხვა მეორეული წყაროებიდან შეგიძლიათ იაფად შეიძინოთ, შემდეგ სასურველ ფერად შეღებოთ და უნიკალური წიგნების კარადაც მიიღოთ. ამ საქმიანობაში თქვენი ოჯახის ჩართულობა პროცესს უფრო სასიამოვნოს და სახალისოს გახდის.

ალტერნატიული წიგნების თარო კიდევ ერთი ვარიანტია, რომელიც ინტერიერს ხასიათს და სიღრმეს ანიჭებს. მაგალითად, ორიგინალური ვარიანტია, თუ თაროებს კედელზე ისე დაამაგრებთ, რომ ხის ფორმა მოგცეთ.

 

ავეჯი

 

სახლის ბიბლიოთეკაში წიგნების კარადასთან ერთად მაგიდისა და სკამების არსებობაც აუცილებელია. კომფორტული სავარძელი იდეალური ვარიანტია წიგნები ისე იკითხოთ, რომ ფიზიკურად არ დაიტვირთოთ და კითხვისგანაც დიდი სიამოვნება მიიღოთ. არაჩვეულებრივი ვარიანტია პუფებიც. პატარა პუფი სავარძლის ქვევით დადეთ, სადაც ფეხებს კომფორტულად დააწყობთ. თუ კითხვა წამოწოლილზე გიყვართ, დასაწოლი სივრცეც გაითვალისწინეთ.

 

 

სახლის ბიბლიოთეკა მრავალფუნქციურია. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამუშაო, ასევე სასწავლო ოთახად. ფუნქციურობას მაგიდა საზღვრავს. თავისუფლად გამოიყენეთ როგორც მრავალუჯრიანი სამუშაო მაგიდა, ასევე სასადილო მაგიდაც კი. გრძელი ზედაპირი საშუალებას მოგცემთ სივრცე წიგნებს, სამუშაო საქაღლდეებს და თქვენთვის საჭირო ნივთებს დაუთმოთ.

 

განათება

 

კარგი განათება ნებისმიერ ოთახში საჭიროა, სახლის ბიბლიოთეკისთვის კი - აუცილებელი. გარემომცველი, ფუნქციური და განწყობის შემქმნელი ტიპის განათებები ბიბლიოთეკაში აუცილებლად უნდა გქონდეთ. ეს დაგეხმარებათ იკითხოთ ისე, რომ თვალები არ დაგეღალოთ და კითხვის სიამოვნება დიდი ხნით გაიხანგრძლივოთ.

 

 

გარემომცველი განათების შექმნა კედლის სანათებითა და ჭაღებით შეგიძლიათ, ფუნქციური განათება ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საკითხავ და სამუშაო ადგილებში ხშირად შეხვდებით. ამ შემთხვევაში, მაგიდის სანათი იდეალური ვარიანტია. განწყობის შესაქმნელი განათება თქვენს ბიბლიოთეკაში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. წიგნების კარადა და თაროები ლამაზ-ლამაზი სანათებით გააფორმეთ.

 

ფერები ბიბლიოთეკაში

 

 

სიმშვიდე და სიმყუდროვე კომფორტული კითხვისთვის აუცილებელია. სახლის ბიბლიოთეკაში ასეთი ატმოსფეროს შექმნა სწორი ფერების არჩევით შეგიძლიათ. მაგალითად, ერიდეთ ღია, კაშკაშა ფერებს, რომლებიც დასვენების ნაცვლად, უფრო ენერგიულს გხდიან. უმჯობესია გამოიყენოთ ნეიტრალური ფერები ყავისფერი, ნაცრისფერი და ოქროსფერი ჩრდილებით.

 

წიგნები

 

სახლის ბიბლიოთეკისთვის ყველაზე მთავარი ატრიბუტი წიგნებია. ლამაზყდიანი, საკოლექციო წიგნები ფუნქციურთან ერთად, ულამაზეს დეკორსაც ქმნის. ორიგინალური გარემოს შექმნა კი ერთი ფერადყდიანი წიგნების სორტირებითაა შესაძლებელი.   

 

 

თუ ცხოვრობთ არქის დასრულებულ პროექტში და გსურთ, რომ თქვენს სახლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ავეჯი შემატოთ, არქი ქარდი დაიხმარეთ. მისი საშუალებით სასურველ პროდუქციას ფასდალებით შეიძენთ.