შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ოფისის გარემო ჩვენს განწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ოფისი კომფორტული და ბედნიერი ადგილი უნდა იყოს. ჩვენს პროდუქტიულობაზე ზეგავლენის მოხდენა პატარა დეტალებსაც კი შეუძლიათ. ფერები ინტერიერის ის ელემენტებია, რომელთა სწორად შერჩევის შემთხვევაში, დასაქმებულების პროდუქტიულობის, კარგად ყოფნისა და ბედნიერების დონეს ზრდის. ზონირებული სივრცეები ინდივიდუალურ ფერთა პალიტრას ითხოვენ.
ლობი/რეცეფცია
პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მნიშნელოვანია. სტუმართმოყვარე ატმოსფეროს შესაქმნელად ის ფერები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც თქვენს ბრენდს გამოხატავს. მოერიდეთ ბევრ სითეთრეს, ხოლო ნეიტრალური ფერების გასახალისებლად გამოიყენეთ ხალიჩები, მცენარეები, ფერადი სკამები. ეს სტუმრებზე დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას მოახდენს და თქვენი კომპანიის ხასიათსაც წარმოაჩენს. ლობი/რეცეფციისთვის კი საუკეთესო ფერებია: მუქი მწვანე და მუქი ლურჯი.
ოფისი
ცივი ფერები, როგორებიცაა, ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი - პოპულარული ფერებია, რომლებიც თანამშრომლების დამშვიდებაზე, კონცენტრაციის ამაღლებასა და შფოთვის შემცირებაზე ზრუნავენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, სიფრთხილე აუცილებელია. მაგალითად, ბევრი ლურჯი, მით უფრო, მუქ ტონებში გადაწყვეტილი, მელანქოლიურ განწყობას ქმნის. ცივ ფერებს თბილი ელემენტების დამატება უხდებათ. ცოტაოდენი წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და ფორთოხლისფერი თანამშრომლებს ენერგიულ და პროდუქტიულ გარემოს შეუქმნის.
მოლაპარაკებების/კონფერენციების ოთახი
კონფერენციების ოთახი იმ ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომელიც კოლაბორაციულ გარემოს შექმნის. მთავარი ფერი არ უნდა იყოს ან ძალიან კაშკაშა, ან ნეიტრალური, რადგანაც, ერთ შემთხვევაში, ერთი კონცენტრაციაში შეგიშლით ხელს, მეორე კი ზედმეტად ერთფეროვან სივრცეს შექმნის. საუკეთესო ვარიანტი მწვანე ფერი და მისი ტონალობებია.
დასასვენებელი სივრცეები
ოფისის ლაუნჯი, სასადილო და სამზარეულო იმის შესაძლებობას იძლევა, რომ ინტერიერმა ტრადიციულ დიზაინს გვერდი აუაროს და უფრო კრეატიული ვარიანტი შემოგვთავაზოს. უფრო ბრწყინვალე, კაშკაშა ფერები ექსპერიმენტების საშუალებას გვაძლევს. იასამნისფერი ლაუნჯი, მზისფერი ყვითელი სასადილო თუ ფორთოხლისფერი სამზარეულო თანამშრომლების ოპტიმიზმსა და ენერგიას ასტიმულირებს.
არქის კეთილმოწყობილი ოფისი, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე მდებარეობს, თანამედროვე დიზაინის გალერიაა. ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული ფერები სწორედ ზემოთ მოცემულ კონცეფციებს ემყარება. არქის, როგორც ბრენდის, წამყვანი ფერი - ლურჯი, გალერიის დიზაინშიც მთავარი ფერია. სხვადასხვა ოთახებში კი ლურჯის ბევრი ტონალობა შეგხვდებათ. სტაბილურობასა და პროფესიონალიზმთან ასოცირებულ ფერს ხისფერი და ღია მწვანე სიხალასეს და სითბოს სძენს. წითელი და თეთრი ელემენტები კი ინტერიერში ენერგიის შემომტანია.