Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

06/08/2022 _ ინტერიერი

4 რამ, რაც საჭიროა იდეალური სასადილო ოთახის მოსაწყობად

სასადილო ოთახის ინტერიერს ბევრი კომპონენტი ქმნის, მაგრამ არის დეკორაციის ელემენტები, რომლების შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან თითოეული ძალიან დიდ გავლენას ახდენს ოთახის საერთო ინტერიერზე. ამ ბლოგში 4 გამორჩეული ელემენტის და მათი შერჩევის ხერხების შესახებ წაიკითხავ.

 

 

სასადილო მაგიდა

 

ოთახის ცენტრი და მთავარი ელემენტია სასადილო მაგიდა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია სასადილო ოთახის დეკორაციის დაგეგმვა მაგიდით დაიწყო.

თუ სასადილო ოთახი პატარაა, შეარჩიე მრგვალი, ოთხადგილიანი მაგიდა. ამით მაქსიმალურად გაიზრდება სივრცის აღქმა და დაიზოგება ადგილი. მართკუთხა ოთახისთვის უმჯობესია მართკუთხა მაგიდა. კვადრატული სასადილო მაგიდა კი დიდი ფართის ოთახებისთვისაა, რადგან მეტ ადგილს იკავებს.

უპირატესობა მიანიჭე ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებულ მაგიდებს, როგორიცაა მყარი ხე, გამაგრებული მინა, მარმარილო ან რკინა.

 

სასადილო ოთახის მაგიდა

 

 

სკამები

 

უკვე აღარაა საჭირო ბუფეტის, სკამების და მაგიდის ერთ კომპლექტად შეძენა. დიზაინერები სასადილო ოთახის უნიკალური დეკორაციის შესაქმნელად თითოეული დეტალის ინდივიდუალურად შერჩევას უწევენ რეკომენდაციას. უნიკალური და თამამი ინტერიერის შესაქმნელად შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა დიზაინის სკამები.

 

სასადილო ოთახის სკამები

 

 

კარადა „კონსოლი“

 

ბუფეტი ძალიან მასიურია და დიდ ადგილს იკავებს. მისი ჩანაცვლება კარადა „კონსოლით“ არის შესაძლებელი, რომელიც სასადილო ოთახის ნებისმიერ ინტერიერს შეგიძლია შეუსაბამო და გარდა დეკორაციისა, გამოიყენო სხვადასხვა ნივთის, კერძების, ჭურჭლის და სხვა აქსესუარების დასაწყობად, თუ შესანახად.

 

სასადილო ოთახის კონსოლი

 

 

განათება

 

განათება ყველა ოთახის გაფორმებისას გადამწყვეტია და გამონაკლისი არც სასადილო ოთახია. განათება პრაქტიკული გამოყენების გარდა, ქმნის კომფორტულ გარემოს.

სასადილო ოთახში რეკომენდირებულია ჭერის სანათის გამოყენება, რომელიც მაგიდის ზედაპირიდან მინიმუნ 70 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სანათის ზომა, რომელიც მაგიდის ზომას პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს - სანათის დიამეტრი მაგიდის ერთი მესამედი უნდა იყოს, რათა მაგიდის განათება და მასთან მსხდომი ადამიანების კომფორტი უზრუნველყოს.

 

სასადილო ოთახის განათება