Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

26/05/2020 _ ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ სათავსო ყველა ოთახისთვის?

თუ საცხოვრებლად ახალ ბინაში გადადიხართ, გეცოდინებათ ამ პროცესს რა გამოწვევები ახლავს თან. პირველ რიგში, ეს ნივთების გადანაწილება და ისე შენახვაა, რომ მათ ზედმეტი სივრცე არ დაიკავონ და არეულობა არ შექმნან. მყუდრო ბინის შექმნაში სწორად შერჩეულ სათავსოებს დიდი როლი უკავიათ. რომელ ოთახში როგორი ტიპის სათავსოა უმჯობესი, ამის გარკვევაში ჩვენ დაგეხმარებით.

 

  • სათავსოები საძინებელ ოთახში

 

საძინებელ ოთახს დასვენების გარდა შემნახველის ფუნქციაც აქვს. კარადები, თაროები, საკიდები, კალათები, უჯრები - აღნიშნული სათავსოები თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს ისე უნდა შეუსაბამოთ, რომ სივრცის ეკონომიაც არ დაივიწყოთ. ერთ-ერთი ასეთი ჭკვიანური არჩევანი ისეთი საწოლის შეძენაა, რომელსაც სათავსო მოჰყვება - როდესაც საწოლის ქვემოთ სტანდარტული სათავსოა, გვერდებზე კი უჯრები და თაროებია დამონტაჟებული. საწოლის ქვეშ ასევე შეგიძლიათ გამოსაწევი სათავსო გააკეთოთ, სადაც ფეხსაცმლებს შეინახავთ. ტრენდულია მულტიფუნქციური კარადები, რომლებიც ბევრი ზონირებული უჯრით გამოირჩევა. სეზონური ტანსაცმელი შეგიძლიათ ყუთებში შეინახოთ, თან თითოეულ ყუთს დააწეროთ, რაში რა დევს. კარადა კი ამ ყუთებით რომ არ დატვირთოთ, ისინი შეგიძლიათ ფარდის უკან დამალოთ.

 

  • სათავსოები მისაღებ ოთახში

 

სათავსოების სისტემის ორგანიზებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული გზა სტელაჟის დადგმაა. ის შეიძლება იყოს, როგორც ჩაშენებული, ასევე სხვადასხვა ბლოკებისგან შემდგარი მოდული. სტელაჟი მოიცავს ღია თაროებს, დახურულ კაბინეტებს და უჯრებს. ის ასევე საუკეთესოა ბიბლიოთეკის მოსაწყობად. მასშტაბების მიუხედავად, სტელაჟი ოთახში დიდ ადგილს არ იკავებს. თუ მას თეთრ ფერში შეღებავთ, ღია ტონალობები სიმსუბუქის განცდას შექმნის.

 

მოძებნეთ ოთახის ცენტრალური წერტილი, რომელიც ხშირად ტელევიზორია ხოლმე. მის ორივე მხარეს თაროები განათავსეთ. ასევე ტელევიზორის ქვეშ უჯრებიანი და თაროებიანი ტუმბო დადგით.

 

  • სათავსოები სამზარეულოში

 

სამზარეულოში უამრავი სათავსოა - გარნიტურიდან დაწყებული სამზარეულოს კუნძულით დამთავრებული. გარნიტურის ქვედა სათავსოები მინიმუმ 2 უჯრას მაინც უნდა მოიცავდეს, ზედა სათავსოების შემთხვევაში კი თანაბრად პრაქტიკულია, როგორც გამოსაღები, ასევე ზევით ასახდელი კარები. რაც შეეხება სამზარეულოს კუნძულს, ის უნდა მოიცავდეს სამუშაო მაგიდას, ნიჟარას და 4-5 სათავსოს მაინც.

 

  • სათავსოები სააბაზანოში

 

აბაზანის გეგმარების დროს თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სააბაზანო მყუდრო იყოს, ის არ უნდა გადატვირთოთ. ჩაშენებული მოძრავკარიანი კარადა სივრცის დაზოგვის რაციონალური გადაწყვეტილებაა. ასევე შეგიძლიათ ნიჟარის ქვეშ ღიათაროებინი სათავსო განათავსოთ.

 

არქიში ბინის შეძენისას, თქვენთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ ბინა ენერგოეფექტური მასალებით არის აშენებული. ამასთან ერთად, ბინა სწორედ თქვენს გემოვნებაზეა დაგეგმარებული, რაც დაგეხმარებათ ინტერიერის დიზაინიც მარტივად შეარჩიოთ. სწორი დიზაინი საშუალებას მოგცემთ თითოეულ ოთახში შესაბამისი ფორმისა და ზომის სათავსო ისე განალაგოთ, რომ სივრცეც დაზოგოთ და ყველა ნივთი დააორგანიზოთ.