შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ყოველ დილას ვარჯიშით იწყებთ? გიფიქრიათ, რომ სავარჯიშო დარბაზში წასვლის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, თუ სახლში სპეციალურად ვარჯიშისთვის განკუთვნილ სივრცეში ივარჯიშებდით? ეს სავსებით შესაძლებელია, თან სახლში ვარჯიშს უფრო მეტი უპირატესობაც კი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, სავარჯიშო დარბაზისგან განსხვავებით სახლში ნებისმიერ დროს ივარჯიშებთ და საყვარელ მუსიკასაც სასურველ ხმაზე მოუსმენთ. იმისთვის, რომ ვარჯიშის პროცესი უფრო სასიამოვნოდ წარიმართოს, სავარჯიშო სივრცის დიზაინი ფუნქციურთან ერთად ესთეტიკურიც უნდა იყოს.
დაიწყეთ სივრცის დაგეგმარებით
როდესაც სახლში სავარჯიშო კუთხის მოწყობას გადაწყვეტთ, სივრცის თითოეული სანტიმეტრი მხედველობაში მიიღეთ, დიზაინი კი თქვენს საჭიროებებს მოარგეთ. სწორედ, თქვენი გამოცდილების გათვალისწინება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სწორად დაგეგმარებული ფიტნესკუთხე შექმნათ.
გაითვალისწინეთ აღჭურვილობა
წარმატებული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი გასაღები თითოეული დეტალის გათვალისწინებაა. იგივე ითქმის ფიტნესკუთხეზეც, სადაც საჭირო ავეჯი და აღჭურვილობა გჭირდებათ. დაფიქრდით, ყველაზე მეტად რა გინდათ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ კარდიო ვარჯიშები აკეთოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ სირბილის ტრენაჟორი, თუ გინდათ სიძლიერეში გაივარჯიშოთ, გირები თქვენი სავარჯიშო კუთხისთვის შეუცვლელი ნივთი აღმოჩნდება.
შეარჩიეთ იატაკი
იატაკის სწორი საფარის შერჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ შემთხვევაში, საფარი დამცავ ფუნქციას ასრულებს, რომელიც იატაკს მძიმე ნივთებისგან დაცემის შემთხვევაში იცავს. ასევე სწორი საფარის შერჩევისას, მცირდება ხმა. გამოიყენეთ იატაკისთვის განკუთვნილი ქაფი ან რეზინი, რომელიც ძალიან მცირედ ამაღლებს საფარს, გამოიყურება პროფესიულად და უძლებს ნებისმიერ დატვირთვას.
აარჩიეთ ფერები
სავარჯიშო კუთხისთვის შერჩეული ფერები თქვენს მოტივაციას ამაღლებს და ვარჯიშის ხასიათზე გაყენებთ. მაგალითად, მწვანე ბუნებისა და გარეთ ყოფნის შეგრძნებებს მოგიტანთ, იასამნისფერი კი ის ფერია, რომელიც დაგეხმარებათ ფიზიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, ფოკუსირებისთვის იდეალური ვარიანტია ნეიტრალური ფერები, ისეთი, როგორებიცაა: თეთრი ან ნაცრისფერი. ასევე, თუ გსურთ, რომ იყოთ ენერგიული, გამოიყენეთ სტაფილოსფერი ან წითელი.
სარკეები
სავარჯიშო კუთხის განუყოფელი აქსესუარი სარკეა, რომელიც დიდი სივრცისა და სინათლის ილუზიას შექმნის. გარდა ესთეტიკური მახასიათებლებისა, სარკეებს პრაქტიკული მიზეზიც აქვთ, თუ რატომ უნდა გქონდეთ სავარჯიშო სივრცეში.
განათება
ბუნებრივი სინათლე გეხმარებათ უფრო მეტად ენერგიულად ივარჯიშოთ და არც დილით ადგომა გაგიჭირდეთ. თუ თქვენი ფიტნესკუთხე ბუნებრივ განათებას მოკლებულია, დაიხმარეთ თეთრი LED განათება. მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად თბილი, ყვითელი სანათები დააყენეთ. ამ თბილ გარემოში იოგითა ან პილატესით შეგიძლიათ დაკავდეთ.
თუ არქიში გაქვთ ბინა შეძენილი და უკვე გამოყავით სავარჯიშო კუთხე, არქი ქარდის დახმარებით აქსესუარები შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ.