შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
როდესაც ქალაქში შემოდგომის ტემპერატურას გრძნობ, სახლი სიმყუდროვის და სითბოს კერად იქცევა. ყველაზე ფერადი და რომანტიული სეზონის ინტერიერში ასახვა სახლში გატარებულ დროს მეტად სასიამოვნოს გახდის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ იდეას, რომელიც გრანდიოზული რეკონსტრუქციების გარეშე შემოიტანს შემოდოგომის ესთეტიკას თქვენს საყვარელ სივრცეში.
საშემოდგომო ფერები და ტექსტილის ფენები
შემოდგომის ფერები მიწიერი და უბრალო ესთეტიკის მატარებელია. მუქი ნარინჯისფერი, ყავისფერი, მდოგვის ფერი, შავი, ოქროსფერი და ნაცრისფერი ის ტონალობებია, რომელსაც ინტერიერში საშემოდგომო მუხტი შემოაქვს.
დაამატეთ დივანსა და სკამებზე თბილი ქსოვილის პლედები, დააგეთ ბეწვის ხალიჩა და გაახალისეთ ბალიშები თამამი პრინტებისა და ფერების მქონე ბალიშისპირებით.
შემოდგომის სურნელი
სახლის ინტერიერში შემოდგომის მუხტის შეტანა მხოლოდ ვიზუალური ელემენტებით არ შემოიფარგლება. სურნელს ძლიერი გავლენა აქვს ადამიანის განწყობაზე. როდესაც თქვენი სტუმარი სახლის კარს აღებს და შემოდგომის სუნს გრძნობს, მისთვის უკვე ნათელია, რომ სახლი სეზონთან არის ჰარმონიაში. მსგავსი ეფექტის მისაღებად დაგეხმარებათ სურნელოვანი სანთლები, მცენარეები და სახლის სუნამო.
გააფერადეთ სამზარეულო
შეავსეთ თასი სეზონური ხილით როგორიცაა ვაშლი, ბროწეული, მსხალი, გოგრა ან ხურმა. დააწყვეთ ხილის თასები სამზარეულოს მაგიდასა და თაროებზე. შემოდგომის ნობათის პრეზენტაბელურად წარმოჩენა თქვენს სამზარეულოს მეტად მიწიერსა და მყუდროს გახდის.
დეკორაციები
დეკორაცია ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სახლს ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის. შემოდგომის მუხტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ბუნებრივ დეკორს მიმართოთ. სხვადასხვა ზომისა და ფერის გოგრების განთავსება მარტივი და ეფექტური ხერხია. დაწნულ კალათზე წიწვებისა და გირჩების განთავსება ვიზუალურ ეფექტთან ერთად ტყის სურნელსაც შემოიტანს თქვენს სახლში.
არქი მის მაცხოვრებლებს მუდმივად ანებივრებს სხვადასხვა შეთავაზებებით. სახლის აქსესუარებისა და ტექსტილის შეძენისას მათ შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და აქციებით. ფასდაკლების ბარათებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ არქი ქარდი ჩვენს ვებგვერდზე.