Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

28/04/2021 _ ინტერიერი

5 რჩევა, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ბინაში, როცა შინაური ცხოველი გყავთ

ბევრი ადამიანის ოცნებაა, სახლში შინაური ცხოველი ჰყავდეს. ერთი შეხედვით, ეს დიდი ბედნიერება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სახლში შინაური ცხოველის მოყვანა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ისე გადააწყოთ, კომფორტი არა მარტო ოჯახის ახალ წევრს შეუქმნათ, არამედ თქვენც მშვიდად და უსაფრთხოდ იყოთ. რა უნდა გაითვალისწინოთ დიზაინში მაშინ, როდესაც ოჯახის ახალი წევრი გყავთ?

 

 

  1. სახლი მოაწყვეთ შინაური ცხოველის მოთხოვნილებების მიხედით

 

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის და ტიპის შინაური ცხოველი მოგყავთ, სახლის დიზაინი მაინც ისე უნდა შეცვალოთ, რომ ის თანაბრად კომფორტული იყოს როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის ახალი წევრისთვის. სახლში გიწევთ ახალი ნივთების დამატება, როგორებიცაა, საწოლები, გალიები, ჯამები, გადასაყვანი კონტეინერები - ისინი თქვენს სახლში შეუცვლელი ნივთები გახდებიან.

 

  1. კომფორტი ყოველთვის პრიორიტეტია

 

 

ცხოველის ყოლის შემთხვევაში, აუცილებელია შექმნათ ისეთი სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული, მყუდრო და უსაფრთხო როგორც თქვენი შინაური ცხოველისთვის, ასევე ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. ფუმფულა ბალიშები და პლედები, საწოლები თუ სუფთა გალიები უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტია.

 

  1. სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები

 

სახლის დალაგებისას, სივრცის ორგანიზება ყოველთვის კარგი საშუალებაა დაზოგოთ დრო და ენერგია. ეს უფრო კომფორტული ხდება მაშინ, როცა ბინაში შინაური ცხოველი გყავთ. როგორც ბავშვების შემთხვევაში, ყველაფერი აქტივობების მიხედვით არის ორგანიზებული, შინაური ცხოველების დროსაც იგივე წესი მოქმედებს. მაგალითად, საბელები და საყელურები კართან ჩამოკიდეთ, წყლისა და საჭმლის ჯამი კი ისეთ ხალიჩასთან მოშორებულ ადგილას დადგით.

 

  1. გაითვალისწინეთ ფერები და პატერნები

 

 

რა ფერის ცხოველიც გყავს, სწორედ იმ ფერის ავეჯის შერჩევა მხოლოდ დიდ სიყვარულზე არ მიანიშნებს. ეს „ხრიკი“ ასევე იდეალურია იმისთვის, თუ გსურთ, რომ ავეჯს ცხოველის ბეწვი არ ეტყობოდეს. რა თქმა უნდა, ზედმეტ ბეწვთან ბრძოლაში, მტვერსასრუტი შეუცვლელი საშუალებაა, თუმცა წმენდიდან წმენდამდე ერთი ფერის ავეჯი უზრუნველყოფს ბეწვი ნაკლებად შესამჩნევი გახდეს. გაითვალისწინეთ, თუ როგორი პატერნის ავეჯს აირჩეთ. მაგალითად, მკვრივი პატერნი უკეთ მალავს ბეწვს. ასევე ფრთხილად აირჩიეთ სხვადასხვა ფერის ავეჯი. მაგალითად, ღია ფერის პატერნზე მუქი ფერის ბეწვი უკეთ ჩანს, ვიდრე - პირიქით.

 

  1. გადასაადგილებლად მოქნილი და კომფორტული სივრცის შექმნა

 

შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში, სივრცე მოქნილი და კომფორტული უნდა იყოს. აუცილებელია ნებისმიერ ცხოველს გადაადგილების და მოძრაობის საშუალება ჰქონდეს. შესაბამისად, თუ თქვენს სახლში ბევრი აქსესუარი და ავეჯია, ჯობს ისინი ისე გადაანაწილოთ, რომ მაქსიმალურად მინიმალისტური სივრცე შექმნათ. მაგალითად, უმჯობესია, თუ ავეჯის შუაში ადგილს დატოვებთ, რადგან ცხოველები გადაადგილებისას ავეჯს არ დაეჯახნონ და მოძრაობა არ შეეზღუდოთ. ასევე გაითვალისწინეთ, თუ რა სიმაღლეზე დადგამთ საჭმლისა და წყლის ჯამებსაც, რადგან