შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
2020 წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, არქის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ეს პროცესი არ შეეხო სამშენებლო სამუშაოებს. უწინდებურად, არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ბინები მომავალ მაცხოვრებელს დათქმულ ვადებში ბარდება.
როგორც არქის პროექტების მენეჯერი, შოთა შანავა, ამბობს, პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს სამშენებლო სამუშაო პროცესები არ შეუფერხებია. „ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და WHO-ს მიერ დადგენილ პრევენციულ ღონისძიებებს და სამშენებლო პროცესებიც სწორედ ამ წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მაგალითად, ხდება სამუშაო ადგილებისა და სივრცის სისტემატური დეზინფიცირება, მიმდინარეობს ყოველდღიური თერმოსკრინინგი, თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ხოლო პერსონალის უსაფრთხო გადაადგილება კონტრაქტორების მიერ გამოყოფილი მანქანებით ხდება“.
პანდემიამდე და პანდემიის პერიოდშიც, არქის პროექტების მშენებლობისას ყველა საჭირო ნორმა იქნა დაცული. შოთა შანავას თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ არქის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ უშუალოდ მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაა“, - აღნიშნავს შოთა.
არქის კიდევ ერთი პრიორიტეტი ხარისხიანი მშენებლობაა, რომელიც სწორედ ის მთავარი კრიტერიუმია, რის გამოც ბინის შეძენის მსურველები საბოლოო არჩევანს არქიზე აკეთებენ.
„ჩვენი პროექტები მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება. მაგალითად, გერმანული ბრენდი “YTONG” ენერგოეფექტური ბლოკია, რომელიც არქის ყველა პროექტის მშენებლობაში გამოიყენება. შენობის კარკასისთვის ვიყენებთ “HEIDELBERG CEMENT” -ის ბეტონს, რომელიც ჩვენი შენობების სიმყარესა და სიმდგრადეს განაპირობებს. არქისთვის ენერგოეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, ამიტომ იტონგის ბლოკთან ერთად, ჩვენს ობიექტებზე გამოყენებულია დაბალემისიური მინა-პაკეტის კარფანჯარა. ეს უკანასკნელი ასევე ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების ხარისხი ტექნიკური დეპარტამენტის მიერ კონტროლდება“, - ამბობს შოთა.
არქი ბევრ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, „ბკ- ქონსტრაქშენი“, „მეტტა“, „ნეოკონი“, „ანაგი“, „სონნეთ ქონსტრაქშენი“, „დეკო“, „ელემენტ ქონსტრაქშენი“ და სხვა.
2020 წელს არქის დასრულებული პროექტების რიცხვს 6 საცხოვრებელი სახლი დაემატა. 2021 წლისთვის კი იგეგმება შემდეგი ობიექტების დასრულება: არქი ცენტრალური პარკი თამარაშვილზე, არქი საბურთალო C, არქი ნუცუბიძე, არქი ვუდი. შოთას თქმით, ეს დასრულებული პროექტების არასრული ჩამონათვალია და ამ წელს ძალიან ბევრი ადამიანი თავის ახალ სახლში შეაბიჯებს.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ბინები არქის მობინადრეებს დათქმულ ვადებში ჩაბარდეთ. ზოგადად, ერთი პროექტის აშენებას 22 თვე სჭირდება ხოლმე, რაც სამ ეტაპს აერთიანებს: კონსტრუქციული, არქიტექტურული და ელექტრო-მექანიკური ნაწილი. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ სამივე ეტაპი 22 თვეშივე მოვაქციოთ და ჩვენს მომავალ მაცხოვრებლებს ბინები დათქმულ ვადებში ჩავაბაროთ“, - ამბობს შოთა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანს, ვისაც ბინა შეძენილი აქვს არქის მშენებარე პროექტში, სამშენებლო ობიექტის დათვალიერება, სერვის-მენეჯერთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეუძლია.