Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

25/11/2020 _ ინტერიერი

სკანდინავიური სტილი ინტერიერში - ნათელი, მყუდრო და მარტივი დიზაინი

თოვლი, ტყე, ზღვა და ვიკინგები - სულ რამდენიმე სიტყვას შეუძლია სკანდინავიური შეგრძნებები მოგვიტანოს. სწორედ იმისთვის, რომ ზამთრის სიცივე სახლშიც არ იგრძნობოდეს, სკანდინავიური ბინები თავიანთი სიმყუდროვითა და სიმარტივით გამოირჩევიან. სკანდინავიური დიზაინი ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია, რომელიც ხასიათდება ლაკონურობით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით.

 

 

სკანდინავიური დიზაინის ისტორია

 

სკანდინავიური დიზაინი სათავეს 1930 წელს იღებს და ვრცელდება სკანდინავიურ ქვეყნებში: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი. თავად სიტყვა „სკანდინავიური დიზაინი“ კი წარმოიშვა ამავე სახელწოდების დიზაინერული წარმოდგენისგან. შოუს წარმომადგენლები, 50-60-იან წლებში, მოგზაურობდნენ აშშ-სა და კანადაში. ისინი ავრცელებდნენ სკანდინავიელი დიზაინერების ნამუშევრებს, სადაც თვალნათლივ ჩანდა, როგორ არის შესაძლებელი იცხოვრო მარტივად და კომფორტულად. ლამაზი და მარტივი დიზაინებით, მაღალი ხარისხით, სუფთა ხაზებით და მდგრადი მასალებით მალე არა მარტო ამერიკა, არამედ ევროპაც მოიხიბლა. დღესდღეობით კი, სკანდინავიური დიზაინი ინტერიერში ერთ-ერთი წამყვანი სტილია. მისი მთავარი დანიშნულება ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა. ინტერიერის ეს სტილი ინსპირაციას ბუნებისგან იღებს და მასში ყოველთვის იგრძნობა დიზაინერული ელემენტებისა და ბუნების საუცხოო კავშირი.

 

ფერები

 

 

სკანდინავიური სტილის ბინებში ფერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამის მიზეზი არის ის, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში გრძელი და ბნელი ზამთრები იცის. შესაბამისად, სახლებში ბევრი ბუნებრივი სინათლე ვერ შემოდის. სკანდინავიელები ნათელი სივრცის შესაქმნელად იყენებენ ნეიტრალურ ფერებს, რომლებსაც  სინათლის არეკვლა შეუძლიათ. სწორედ, ამიტომ, სკანდინავიურ ინტერიერში ძირითადი ფერებია: თეთრი, ცისფერი და პასტელური ფერები. კედლის ფერს კი ყველაზე ბოლოს ირჩევენ და მას ავეჯს ან აქსესუარებს უხამებენ. რადგან ეს სტილი სუფთა ხაზებითა და სივრცულობით ხასიათდება, კედლის არტი საუკეთესო გზაა ბინაში მკვეთრი ფერები და ხასიათი შემოიტანოთ.

 

ავეჯი

 

 

სკანდინავიური სტილის ბინები არასოდეს არის გადატვირთული. ეს სტილი მინიმალიზმის პრინციპს იზიარებს: რაც უფრო ცოტაა, მით უკეთესი. შესაბამისად, ავეჯი არის ცოტა, უბრალო, მაგრამ ფუნქციური, კომფორტული და თანამედროვე. ძირითადი მასალა კი ხეა, რომელიც ოთახში მყუდროებას და სითბოს ქმნის. მაგალითად, არყის, ნაძვის თუ ფიჭვის მერქნისგან დამზადებული ავეჯის ზედაპირები ღია შეფერილობას ატარებს, რაც ოთახს უფრო მეტ სინათლეს და სივრცეს ანიჭებს.

 

ორგანული ფორმები, გრძელი ფეხები და სუფთა ხაზები - სწორედ ეს მახასიათებლები აქვს სკანდინავიური სტილის ავეჯს, რომელიც ბინაში ჰაეროვნებას ქმნის.  

 

რადგან სკანდინავიელები ძირითად ფერად თეთრსა და ნეიტრალურ ფერებს იყენებენ, კონტრასტის შესაქმნელად ავეჯი ხშირად მკვეთრ ფერებში არის ხოლმე გადაწყვეტილი.

 

განათება

 

მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური ღამეები გრძელი და ბნელია, სახლები სინათლით, სითბოთი და მყუდროებით არის სავსე. განათება პრაქტიკული, მარტივი და ნეიტრალური უნდა იყოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მასიურ ჭაღებს ერიდეთ. მაგალითად, მისაღებ ოთახში კედლის განათება დააყენეთ, რომელსაც უამრავი ბენეფიტი აქვს. ის თეთრი ფერის მონოტორულობას „დაარღვევს“, ხის მასალასთან კომბინაციაში კი ის სივრცეს ინდივიდუალურობას შესძენს. უმჯობესია, თუ სანათურები ბრინჯაოს ან ალუმინისგან იქნება დამზადებული. სააბაზანო ოთახში უპირატესობა დასაკიდ განათებას ენიჭება, რომლის ფართო არჩევანი არსებობს და ბიუჯეტურიცაა. მსგავსი განათება შეგიძლიათ დაკიდოთ სარკის წინ ან სააბაზანოს თავზე. დასაკიდი სანათურები ასევე სკანდინავიური სტილის სამზარეულოში ხშირად შეგხვდებათ. თუ სამზარეულო მცირე ფართისაა, კედლის სანათურებიც დაიხმარეთ, რომლებიც სივრცეს მარტივად გაანათებენ და რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნიან.

 

რადგან ბუნებრივი სინათლეც ძალიან საჭიროა, სკანდინავიურ ბინებში დიდი ზომის ფანჯრებს შეხვდებით. 

 

ქსოვილები

 

 

სკანდინავიაში ქსოვილებს დიდი ისტორია აქვთ. ქსოვილები ძირითადად საოჯახო მეურნეობაში გამოიყენებოდა ხოლმე და ძირითადად ლურჯი ან წითელი ხაზებით ხასიათდებოდა. გეომეტრიული, ცხოველებისა თუ მცენარეების პატერნით შექმნილი ქსოვილები სკანდინავიურ დიზაინში დღესაც ძალიან პოპულარულია.

 

რაც ყველაზე მთავარია, ქსოვილები ბუნებრივი მასალისგან დამზადებული უნდა იყოს, რომლებიც ბინაში სითბოსა და სიმყუდროვის განცდას შექმნიან. მაგალითად, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: აბრეშუმი, ბამბა თუ თეთრეული.

 

დეკორატიული ელემენტები

 

 

სკანდინავიურ დეკორში სარკეებს დიდი როლი უჭირავს. ისინი იმდენად ჭკვიანურად არიან განლაგებული, რომ ვიზუალურად ზრდიან სივრცეს და ირეკლავენ ნებისმიერ შემომავალ სინათლეს.

 

რადგან სკანდინავიელებს ბუნება ძალიან უყვართ, ბუნების ნაწილი სახლის დეკორშიც გათვალისწინებული აქვთ. ინტერიერში, სილამაზისა და ფერების ცოცხალი ელემენტი, სწორედ მცენარეების სახით არის შეტანილი. ყვავილებისა და მცენარეების შერჩევისას მინიმალისტური ქოთნების შერჩევაც აუცილებელი დეტალია, რომლებიც  სკანდინავიური სტილის მახასიათებლებს პასუხობენ.

 

თუ ბინა შეძენილი გაქვთ არქის რომელიმე პროექტში და გადაწყვიტეთ ის სკანდინავიურ სტილში მოაწყოთ, არქი ქარდის მეშვეობით სასურველ პროდუქტს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ. არქი ქარდი არქის ლოიალურობის ბარათია, რომელიც არქის მაცხოვრებლებს გადაეცემათ. არქელებს ამ ბარათით შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით ისარგებლონ.