Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

04/11/2020 _ ინტერიერი

რა უნდა იცოდე, სანამ კედლებს თეთრად შეღებავ?

მოგწონს ბინაში თეთრად შეღებილი კედლები? გაიხსენე, როგორ გრძნობ თავს, როდესაც მსგავს გარემოში იმყოფები? კომფორტულად ხარ თუ პირიქით? თუ კომფორტულად ხარ, თეთრ ფერში შეღებილი კედლები სწორედ შენთვის ყოფილა. ამ ნეიტრალურ ფერში გადაწყვეტილი ბინების ნახვა ბევრგან შეგიძლია, მათ შორის, თბილისშიც. რატომ არის ასეთი პოპულარული კედლების თეთრად შეღებვა? აი, მიზეზებიც:

 

  • სიმარტივე და უბრალოება

 

  • იქმნება სისუფთავისა და სიახლის ეფექტი

 

  • შეგიძლია ნებისმიერი ფერი შეუსაბამო

 

  • ბიუჯეტურია

 

  • ფოტოებში ძალიან ლამაზად ჩანს

 

 

იცოდი, რომ თუ ბინის გაყიდვა მოგინდა, თეთრად შეღებილი კედლები სწრაფად გაყიდვაში დაგეხმარება? ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თეთრი ფერის კედლები ფოტოგრაფიაში ლამაზად და სუფთად ჩანს, რაც მომავალი მყიდველის ყურადღებას სწრაფადვე იპყრობს და არჩევანის გაკეთებასაც უმარტივებს.

 

საბოლოოდ, გადაწყვიტე, რომ თეთრი ინტერიერის დიზაინში აქტიურად გამოიყენო და კედლები თეთრად შეღებო, მანამდე ქვემოთ მოცემული პუნქტები გაითვალისწინე:

 

თეთრის 140-ზე მეტი ელფერი

 

სიმარტივისა და უბრალოების მიუხედავად, თეთრის 140-ზე მეტი ელფერი არსებობს. თუ აქამდე თეთრი ფერი გაღიზიანებდა, შეიძლება იმის გამოც, რომ შენზე მორგებული ელფერი ჯერ არ გიპოვნია. თეთრი საღებავები უმეტესწილად 3 ჯგუფად იყოფა:

 

  • თბილი ტონები - არც ისე მკვეთრი და არც ისე სტერილური, სადღაც შუაში, მაგალითად, მოწითალო, მოყვითალო და მოფორთოხლისფრო ტონები.

 

  • ცივი ტონები - ბინაში უფრო მეტ სივრცეს აჩენს. თეთრის ცივი ტონები დაგჭირდება მაშინ, თუ შენი ბინა შედარებით პატარა ფართისაა (მაგალითად, თუ ცხოვრობ არქი ვარკეთილის 30 კვადრატული ფართის მქონე ბინაში, ეს ფერი დაგეხმარება სივრცე გამოკვეთო და ბინაც უფრო ვიზუალურად დიდი წარმოაჩინო). ოთახებს შორის დიდი კონტრასტი რომ არ მიიღო, შედარებით პატარა ოთახში თეთრის ცივი ტონები გამოიყენე, მომდევნო დიდ ოთახში კი - თბილი ტონები.

 

 

  • საგალერეო თეთრი - სუფთა თეთრი ფერი, რომელსაც უმეტესად ხელოვნების მუზეუმებში შეხვდები. თუ სახლში ბევრი ნახატი და ხელოვნების ნიმუში გაქვს, ეს ფერი ნამდვილად დაგჭირდება. ის გამოკვეთს არქიტექტურულ დეტალებს და თავად ხელოვნების ნიმუშებს.

 

რაც შეიძლება ბევრი სინათლე

 

თეთრი ფერის კედლებსა და სინათლეს მეტად საინტერესო დამოკიდებულება აქვთ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები თეთრი ფერის კედლებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, თუ ბინაში რა რაოდენობის სინათლე შემოდის და თავად ოთახში რა ავეჯი გვიდგას. როგორც თითოეული ადამიანია უნიკალური, ისევე უნიკალურია - მათი ბინები და თეთრი ფერის  აღქმა. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტ კედლები თეთრად შეღებო, თეთრისა და სინათლის ეს დამოკიდებულებაც გაითვალისწინე.

 

მაგალითად, თუ შენს საძინებელ ოთახში შუადღის მზის სინათლე შემოდის, თეთრად შეღებილი კედლები მოცისფრო-მონაცრისფრო ელფერს მიიღებს. ეს კი შენს საძინებელ ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის და დაძინებას გაგიმარტივებს.

 

იგივე წესი არ გამოგადგება მაშინ, როდესაც შენი საძინებელი ოთახი ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს. ამ შემთხვევაში კი, კედლისთვის თეთრის თბილი ტონები შეარჩიე.

 

ხის მასალა - აი, რა გჭირდება აუცილებლად

 

 

თუ წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება თეთრად შეღებილი კედლები და ფიქრობ, რომ მსგავს დიზაინს მარილი აკლია, ამ უკანასკნელად ხის მასალა გვევლინება. ხისა და თეთრის ტანდემი კი ყველაზე პოპულარული და მოდური არჩევანია. ხეს ოთახში შემოაქვს სითბოსა და სიმყუდროვის განცდა. ის დაგეხმარება ნეიტრალურ სივრცეს ხასიათი შემატო. შენ დაგჭირდება ხისგან დამზადებული ჩარჩოები, კარი, მაგიდა ან სკამები იმისთვის, რომ შენი ბინა უფრო მყუდრო, მეგობრული და თბილი გახდეს.