შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
21-ე საუკუნეში მოდა უკვე ყველაფერს მოიცავს. დიზაინერები, მოდის ექსპერტები იკვლევენ და ადგენენ რა იქნება მოდაში, ეს ეხება მთლიან ინტერიერსაც და ავეჯსაც. ამ ბლოგში გაეცნობი ავეჯის სტილს, რომელიც 2023 წლისთვის ძალიან ტრენდული იქნება.
რბილი და „დახვეული“ ავეჯი
რა თქმა უნდა, კლასიკური სტილი ყოველთვის იქნება მოდაში, მაგრამ თუ ნეიტრალურ ინტერიერს გინდა გადაუხვიო, 2023 წელს „დახვეული“ ავეჯი გამოიყენე. მოხრილი დივნები და სავარძლები განსაკუთრებით პოპულარული იქნება. შეარჩიე ღია ფერებით და სხვადასხვა ქსოვილებით გაფორმებული „დახვეული“ ავეჯი, რომელიც ზუსტად უპასუხებს 2023 წლის ტრენდს.
70-იანების გავლენა
70-იანი წლების ინტერიერის დიზაინის მოდა სავსე იყო ენერგიით და ინოვაციებით, რომელშიც ნარინჯისფერი მკვეთრად იყო გამოხატული და მასში ნათელი ფერის ავეჯი გამოიყენებოდა. როგორც 2022 წელს, მომავალ წელსაც მოდაშია 70-იანი წლების გავლენით შექმნილი ავეჯი, რაც სახლში თბილ ატმოსფეროს შექმნის.
ვინტაჟური ავეჯი
2023 წელს მოდაში იქნება ვინტაჟური ავეჯი. შენი სახლის ინტერიერი რომ ტრენდულად გამოიყურებოდეს და მოდას არ ჩამორჩე, სულაც აღარ გჭირდება დიდი ბიუჯეტი. დიზაინერები სპეციალურად ქმნიან დაძველების ეფექტს, ამიტომ შეგიძლია მოიძიო ძველი ავეჯი, განაახლო ან რესტავრაციის გარეშეც კი გამოიყენო.
ქვის ავეჯი
ინტერიერში ბუნებრივი ქვების გამოყენება მოდისთვის ახალი ნამდვილად არაა, თუმცა 2023 წლისთვის ინტერიერში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი. მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები მხოლოდ სველ წერტილებში კი არა, მთელ სახლში შეგიძლია გამოიყენო. ტრენდულია ქვით დამზადებული ყავის მაგიდა, სარკე, კომოდი და წიგნის თაროები. ბუნებრივი ქვით დამზადებული ავეჯი ლამაზი და მდიდრულია, ამასთან ერთად, ძალიან გამძლეა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდიდან არ გადადის.
ვერცხლი და ფოლადი
ინტერიერში არც მეტალის გამოყენებაა სიახლე. აქამდე პოპულარული ლითონები სპილენძი და ბრინჯაო იყო, ძირითადად ეს ორი გამოიყენებოდა ავეჯის და ინტერიერის გასაფორმებლად. ახლა კი, 2023 წელს მოდაში შემოდის ავეჯის ქრომირება, ვერცხლით და ფოლადით გაფორმება.
ფერები
2023 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება ავეჯში მწვანე ფერის გამოყენება, თუმცა შეზღუდული მაინც არ ხარ და ავეჯის გაფორმებისას თამამად შეგიძლია სხვადასხვა ფერის გამოყენება, რადგან ფერადი ინტერიერი კვლავ ტრენდულია.