შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ინტერიერში წიგნების გამოყენების კონკრეტული წესები არ არსებობს, თუმცა ინტერიერის არსებული დიზაინების გათვალისწინებით გთავაზობთ 5 იდეას, რომელიც წიგნების თაროების მოწყობაში დაგეხმარება.
არ აქვს მნიშვნელობა, წიგნების კოლექციონერი ხარ, მოყვარული, თუ უბრალოდ ინტერიერში გამოყენება გსურს, ეს ბლოგი დაგეხმარება წიგნების თაროები ლამაზად, მოდურად და საერთო ინტერიერის შესაბამიასდ მოაწყო.
ფერების მიხედვით
სანამ ადამიანების ნაწილი წიგნებს ავტორების და სათაურების მიხედვით ალაგებს, შენ შეგიძლია განსხვავებული ხერხი ცადო - დაალაგე ფერების მიხედვით. დააჯგუფე წიგნები ფერების მიხედვით, ერთი სტილის ფერები ერთად დააწყვე, ეს შედაგად დამაინტრიგებელი, საინტერესო და შეკრული ვიზუალის შექმნაში დაგეხმარება.
გარეკანის გარეშე
ხშირად, წიგნები მოთავსებულია პრიალა გარეკანში, რომელიც ყდას დაზიანებისგან იცავს. ინტერიერის დიზაინერები მიიჩნევენ, რომ წიგნის ყდის ბუნებრივი ფერი და ტექსტურა ინტერიერს თავისუფალ, ნატურალურ იერს ანიჭებს. ამიტომ, თუ მსგავსი შედეგის მიღწევა გსურს, წიგნებს გარეკანი მოაშორე და ისე დააწყვე თაროებზე.
წიგნის ყუთები
შეიძლება არ მოგწონდეს წიგნებით სავსე, გადატვირთული ოთახი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წიგნები არ გიყვარს, უბრალოდ გადატვირთული ინტერიერი არ მოგწონს. წიგნების დაწყობის ერთ-ერთი კარგი საშუალება ინტერიერში ჩასმული ყუთებია, რომლებიც თაროებზე იქნება მოთავსებული და შიგნით წიგნების ნაწილს ჩააწყობ.
ჰორიზონტალური განთავსება
ყველა ბიბლიოთეკაში წიგნების ვერტიკალურ განლაგებას შეხვდები, ამიტომ ძირითადად ინტერიერშიც ვერტიკალურ წყობას იყენებენ. ინტერიერის დიზაინის თანამედროვე სტილში კი უკვე ჰორიზონტალურადაც აწყობენ წიგნებს, რაც ძალიან ორიგინალურ შედეგს იძლევა და თუ განსხვავებული ინტერიერი გხიბლავს, შეგიძლია თამამად გამოიყენო ეს იდეა.
თაროების გადანაწილება
როცა წიგნებს თაროებზე აწყობ არ არის აუცილებელი, რომ ამ თაროებზე მხოლოდ წიგნები იყოს განაწილებული. შეგიძლია ზედა თაროებზე წიგნები დააწყო, შიგადაშიგ მცენარეები, ხოლო თაროები სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად გამოიყენო. ქაოსის თავიდან ასარიდებლად კი ქვედა თაროებზე გამოიყენე ყუთები ან სათავსოები, რომლებიც ოთახის, თუ კარადის ვიზუალთან იქნება შეხამებული.