Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

01/03/2022
არქი უკრაინას 150 000 ლარით ეხმარება

არქი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. კომპანიამ ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოყო, აქედან 50 000 ლარი უკვე გადარიცხულია უკრაინის ეროვნულ ბანკში.

ასევე, კომპანიის ინიციატივით, შეიქმნა ანგარიშის ნომერი, სადაც არქელების დიდ ოჯახს უკრაინის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. არქელების მიერ ჩარიცხული თანხა კომპანიის მიერ გაორმაგდება და გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე.

არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ არქი სოლიდარობას უცხადებს მეგობარ ქვეყანას და კომპანია აქტიურად ეთანამშრომლება შესაბამის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დამატებითი აქტივობების დაგეგმვის მიზნით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უმძიმეს დროს ჩვენი მეგობარი ქვეყნის გვერდში დგომა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მოქალაქე, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩაერთვება და თავის წვლილს შეიტანს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

არქი უკრაინას 150 000 ლარით ეხმარება
03/06/2022 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიება არქის პროექტებში გაიმართა 17/02/2022 არქის ახალი საცხოვრებელი სახლი ვარკეთილის კომპლექსში!