Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

03/10/2022
ერთი ამბავი არქის სამეზობლოში

არქიმ  JWT Metro-სთან თანამშრომლობით ახალი ვიდეორგოლი შექმნა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აერთიანებს არქის სამეზობლოს არქელი ძაღლის, არჩის დაკარგვა. არქი ერთი დიდი ოჯახია, სწორედ ამაში დაგარწმუნებთ ამბავი არჩიზე. თუკი ბედნიერი დასასრული გიყვართ, ეს ვიდეორგოლი აუცილებლად უნდა ნახოთ. 

 

ელენე ბარათაშვილი, არქი: 

- არქი  ერთი დიდი ოჯახია, რომელიც დღესდღეობით 25 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს. თითოეულ მობინადრესთან უშუალო კომუნიკაცია გვაქვს. იმისთვის, რომ არქელებმა ერთმანეთი გაიცნონ და თავი ერთი დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას ვატარებთ. ვიდეორგოლამდე ცოტა ხნით ადრე საზეიმო ღონისძიებების მოწყობა დავიწყეთ, სადაც ასობით არქელი იკრიბება, უკეთ იცნობს ერთმანეთს და დროს სასიამოვნოდ ატარებს.

ვიდეორგოლი სწორედ ჩვენი ერთი დიდი ოჯახის, ამ ოჯახური ურთიერთობების შთაგონებით შეიქმნა.

 

ლევან თითბერიძე, „არქი“:

- სააგენტოს დავავალეთ, წინა პლანზე წამოეწიათ არქის დიდ ოჯახში არსებული ურთიერთობები. გვსურდა, ვიდეორგოლში ემოციური ამბავი ყოფილიყო ნაამბობი, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ ერთიანდება არქის დიდი ოჯახი და რამხელა ძალა აქვს ამ ერთიანობას.

ვიდეორგოლის სიუჟეტი, ისევე, როგორც არქის რეალური სამეზობლო, აერთიანებს სხვადასხვა ცხოვრების სტილის, ინტერესისა და ასაკის ადამიანებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთი საკითხის გარშემო ერთიანდებიან.

 

ალექსანდრე გოგოლაძე, JWT Metro:

- რგოლის მიზანი იყო გვეჩვენებინა, როგორ ერთიანდება არქის სამეზობლო, როგორი ღირებული ურთიერთობები აქვთ. მთავარი სათქმელი არის, რომ არქი ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს სხვადასხვა უნარის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთი საკითხის გარშემო გაერთიანდნენ და ერთმანეთის დახმარებით სამეზობლოები კიდევ უფრო უკეთეს ადგილად აქციონ.

არჩის ამბავზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მოკლე ვიდეოში უნდა გვეჩვენებინა დიდი სიუჟეტი და ემოციურად გადმოგვეცა. ვიდეოს გამოხმაურებებით ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ის ემოციები, რასაც ეს ვიდეო ადამიანებში იწვევს, სწორედ ის გახლავთ, რისი მიღწევაც გვინდოდა.

ელენე ბარათაშვილი, არქი: 

- ვიდეორგოლის მთავარი გმირი არჩი რეალურად ჩვენი დიდი ოჯახის წევრია და „არქის“ ოფისში მოსულ სტუმრებს მეგობრულად ხვდება. ვიდეორგოლზე მუშაობისას ვიფიქრეთ, რა იქნებოდა, რომელიმე არქელის ძაღლი რომ დაკარგულიყო, როგორ გაერთიანდებოდა მთელი სამეზობლო მის მოსაძებნად.

ეს ვიდეორგოლი იმ სხვადასხვა აქტივობის ნაწილია, რასაც რეგულარულად ვატარებთ ხოლმე იმისთვის, რომ არქელები ერთ დიდ ოჯახად გავაერთიანოთ. არქის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კომპლექსის სამეზობლო კი არ არის ერთიანი, არამედ ყველა პროექტის მაცხოვრებელი ჩვენი ერთი დიდი ოჯახის წევრია. ამ ვიდეორგოლით ჩვენი დიდი ოჯახის ერთი ამბავი მოვყევით და გვიხარია, რომ ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ერთი ამბავი არქის სამეზობლოში
24/11/2022 საახალწლო შეთავაზება არქიში! 20/09/2022 არქიმ არქელებისთვის მორიგი საზეიმო ღონისძიება გამართა