შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქიმ კიდევ ერთ ქართველ მსოფლიო ჩემპიონს აჩუქა ბინა. ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა პლანეტის ჩემპიონის ტიტული სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. არქის წარმომადგენლებმა 3 ოქტომბერს, სპორტსმენს ვარჯიშის დროს სიურპრიზი მოუწყვეს და საჩუქარი გადასცეს.
"კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით ლუხუმ ჩხვიმიანს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის. ამ დიდი მიღწევის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ ლუხუმისთვის არქის ერთ-ერთ პრორექტში ბინის ჩუქება" - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
"უღრმესი მადლობა არქის ამ არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის. ჩემი ორი ყველაზე დიდი ოცნება ასრულდა: გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და ახლა უკვე საკუთარი ბინა მაქვს. ეს დიდ სტიმულს მაძლევს ვიშრომო და ვიბრძოლო მეტი," - ამბობს ლუხუმ ჩხვიმიანი.
კომპანია აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის პოპულარიზებასა და განვითარებაში. არქიმ ოთხ მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში ბინა არქი ისანში უკვე გადასცა. მათ რიგს ლუხუმ ჩხვიმიანიც შეუერთდა.