შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქიმ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს, ბინა აჩუქა. ფილარმონიის შენობაში საჩუქრის გადაცემის პროცესს, არქის გუნდთან ერთად ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, არქელი ლაშა ტალახაძეც, ესწრებოდა. სიურპრიზის გაკეთებაში ლაშამაც მიიღო მონაწილეობა.
„ჩემთვის ეს საჩუქარი სრულიად მოულოდნელი იყო და რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა არქის მთელ გუნდს ასეთი დაფასებისთვის და ქართული სპორტის ერთგული მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს ზურაბ კახაბრიშვილი.
„არქი ქართული სპორტის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ქართველ სპორტსმენებს ხელი შევუწყოთ და ასევე ჯანსაღი ცხოვრება წავახალისოთ. ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის სპორტსმენების წარმატებასა და გამარჯვებაში. გვსურს, რომ მას ეს ამაგი და თავდაუზოგავი შრომა დავუფასოთ, ამიტომ, ბინას ჩვენს პროექტში საჩუქრად გადავცემთ“, - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
ზურაბ კახაბრიშვილი 2000 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი.
„ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩვენმა სპორტსმენებმა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში მათთან ერთად უდიდესი წვლილი ჩვენს ექიმებსაც ეკუთვნით. ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს უდიდესი როლი აქვს ქართველი ფალავნების წარმატებაში. ჩვენ, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვიხილეთ, თუ როგორ ეხმარებოდა ის ქართველ სპორტსმენებს და ვიხილეთ მისი სიხარულის ცრემლებიც. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პროფესიონალი ექიმი ჰყავს. სწორედ, ამ ღვაწლის დასაფასებლად, არქიში გადავწყვიტეთ, რომ ის გაგვეხარებინა და ჩვენს ერთ-ერთ პროექტში ბინა გადაგვეცა“, - ამბობს ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
ქართველმა ოლიმპიურმა სპორტსმენება ტოკიოს ოლიმპიადაზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საქართველოში 8 ოლიმპიური მედლით დაბრუნდნენ.
არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთერთი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა და ქართული სპორტის მხარდაჭერაა.