Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

30/04/2018
არქი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული ათეულობით უცხოური ინვესტორი ეწვევა

არქი ჯგუფი ერთადერთი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც საქართველო დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მასშტაბური სტენდით წარადგინა. 

გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამინისტროს დელეგაცია ესწრებოდა. 

არქი ჯგუფის პროექტებმა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება გამოიწვია და საქართველოში ათეულობით საქმიანი ვიზიტი დაიგეგმა. 

„ინვესტიციების მოზიდვა არქი ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კომპანია ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებს, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და დეველოპერული საქმიანობა გააფართოოს საქართველოში, რათა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,“ - აცხადებენ არქი ჯგუფში. 

ინვესტორების დაინტერესება საქართველოში მშენებარე ბინების ყიდვა-გაყიდვამ გამოიწვია.

განსაკუთრებული ინტერესის სფერო ბინები თბილისში და ბათუმში იყო. 

სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე

საკუთარი პროექტების წარადგენის გარდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართული დეველოპერული ბაზარიც გააცნო.

არქი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული ათეულობით უცხოური ინვესტორი ეწვევა
05/05/2018 გამწვანების აქცია არქი მუხიანში! 28/04/2018 რეკორდული გაყიდვების დღე არქი ვაზისუბანში!