შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
დღეს არქის თანამშრომლები სამედიცინო კლინიკებს ესტუმრნენ და კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებსა და ექთნებს სიმბოლური საჩუქრებით მადლობა გადაუხადეს და წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ინფექციური, რესპუბლიკური, პირველი საუნივერსიტეტო, ბოჭორიშვილის, თბილისის ზღვისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი - ეს ის კლინიკებია, რომელთა პერსონალმაც დღეს არქისგან საჩუქრად 1000-მდე სააღდგომო პასკა და ამავე რაოდენობის მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ნ95 ტიპის რესპირატორი მიიღეს.
„დღეს ჩვენ ექვსი სამედიცინო კლინიკის ექიმებსა და ექთნებს სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. არქის მთელი გუნდის და არქელების დიდი ოჯახის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ, რომ ასე თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენი საჩუქრებით გვინდოდა ცოტა პოზიტივი შეგვეტანა ამ ადამიანების ყოველდღიურობაში.“ - ამბობს ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
კომპანიამ ექვსივე ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს სააღდგომო პასკასთან ერთად სერტიფიცირებული ნ95 ტიპის რესპირატორი გადასცა, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდებულია ექიმებისთვის მომატებული საფრთხის დროს. არქიში აცხადებენ, რომ კომპანიას სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქართველ ექიმებზე ზრუნვაში და სწორედ ამიტომ გადასცეს მათ ეს დეფიციტური პროდუქტი.
სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები არქის გუნდს მადლობას უხდიან საჩუქრებისთვის, ხოლო მოსახლეობას კიდევ ერთხელ უზიარებენ მთავარ რეკომენდაციას, რომელიც კვლავ უცვლელია - „დარჩით სახლში“.
არქის მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლაა და კომპანია ძალიან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს ამ მიმართულებით.