შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქიმ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიასთან" ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო. ხელის მოწერის ცერემონია სამტრედიის სტადიონზე გულშემატკივრების თანდასწრებით გაიმართა.
„ჩვენი მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებასთან ერთად ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. დღეიდან ჩვენი და „სამტრედიის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და გულშემატკივარს მომავალში არაერთ აქტივობას ვპირდებით“, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
"მოხარულები ვართ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით. ვთვლით, რომ მსგავსი პრეცედენტები ჩვენი გუნდის პერსპექტივასაც ისევე თანაბრად წაადგება, როგორც - ქართული სპორტის განვითარებას. არქის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობით „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონობასაც მოიპოვებს“, - ამბობს მიშა ხუციშვილი, ს.კ. „სამტრედიის“ დირექტორი.