შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
2018 წლის 20 ოქტომბერს არქიმ მორიგი გამწვანების აქცია მოაწყო არქი მუხიანის და არქი დიღომის პროექტში. კამპანიის ფარგლებში #არქელებიგარემოსთვის არქი დიღომის კომპლექსის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი ხის ნერგი დაირგო, ხოლო არქი მუხიანი 2-ში - 200-ზე მეტი ბუჩქოვანი და წიწვოვანი ხის ნერგი. აქციის მიზანი იყო თითოეული არქელის ჩართვა გამწვანების პროცესში. არქელები ძალიან მოხარულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საკუთარი ეზოს რეკრეაციული ზონის მოწყობაში.
არქიში გამწვანების აქცია ერთგვარი ტრადიციაა. პროექტის დასრულებისას მაცხოვრებლები არქის თანამშრომლებთან ერთად რგავენ თავიანთი სახელობის ხეს და ამით ამწვანებენ არა მარტო საკუთარ ეზოს, არამედ გარემოს.
კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გამწვანების საკითხს და ფაქტობრივად ყველა პროექტში ითვალისწინებს რეკრეაციული ზონას.
#არქელებიზრუნავენ #არქელებიგარემოსთვის