Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

18/11/2021
არქის კიდევ ერთი ჰოუმ ოფისი გლდანში გაიხსნა

 

 

არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, ჰოუმ ოფისის „სახლური“ ინტერიერის კონცეფციაც სწორედ იმ იდეით არის შექმნილი, რომ ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდეთ მყუდრო, თბილი გარემო, მათზე მორგებული საუკეთესო სერვისი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ჰოუმ ოფისი, რომელიც არქი გლდანი 3-ს შენობაში მდებარეობს, გამოირჩევა გლდანში საუკეთესო ადგილმდებარეობით, მეტროდან 5 წუთის სავალზე.

 

“გლდანის ახალი ჰოუმ ოფისი არქის რიგით მეოთხე ოფისს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტული საცხოვრებელი გარემო და ამავდროულად ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ყველა ადამიანისთვის, ვისაც საოცნებო სახლის შეძენა სურს. არქის ახალი ჰოუმ ოფისის გახსნაც პირდაპირ ამ მიზანს ემსახურება”. - შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

 

„გლდანის ჰოუმ ოფისში ძალიან თანამედროვე, თბილი და “სახლური” გარემო შევქმენით. ჩვენი მიზანია, ოფისში მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, რასაც თანამედროვე დიზაინი, თბილი გარემო და მუდმივად მომღიმარე არქის მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფს“, - აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

 

არქის ამჟამად თბილისის მასშტაბით ოთხი ოფისი აქვს. სათავო ოფისი ყიფშიძეზე მდებარეობს, გალერია და ოფისი ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე და ახლა უკვე ორი ჰოუმ ოფისი ისანსა და გლდანში.

არქის კიდევ ერთი ჰოუმ ოფისი გლდანში გაიხსნა
25/11/2021 არქიში საახალწლო სურვილები სრულდება! 17/11/2021 არქის ახალი პროექტი გურამიშვილზე