შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
დეველოპერულმა კომპანია არქიმ, კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში, ისრაელში ქართული სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.
ქართველი ემიგრანტების ხვედრი უცხო ქვეყნებში მძიმეა. მათ უწევთ შეებრძოლონ უამრავ გაჭირვებას, უსამართლობასა თუ მონატრებას ოჯახისა და საქართველოსი, რომლის დატოვებაც მოუწიათ. საკვირაო სკოლები ემიგრაციაში წასული ქართველებისთვის იმ მოგონებებისა და ცოდნის ნავსაყუდელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
არქი ჩვენს ემიგრანტებს ყოველთვის მაქსიმალურად უწყობს ხელს. საკვირაო სკოლის გარემონტება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოდან წასული იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს საქმე პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება ჩვენი ემიგრანტებისთვის.
არქი თავისი მოგების 5 %-ს სოციალურ პასუხისმგებლობას ახმარს. ეს ეხება ქველმოქმედებას, სპორტის განვითარებასა თუ გარემოს დაცვას.