შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
28 დეკემბერს, სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე არქის მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცა. კომპანია წლებია, რაც აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში. არქის დიდ ოჯახში არაერთი ქართველი სპორტსმენია გაერთიანებული. წელს კი, კომპანიამ ბინა საჩუქრად საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს - ზურაბ კახაბრიშვილს გადასცა.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჯილდო გადმოგვეცა. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეთმობა. ჩვენი ექიმები, არიან ის ადამიანები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით ქართველი სპორტსმენების წარმატებაში. ყოველთვის ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დაფასებაში“ - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
"ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია კომპანიების ჩართულობა ქართული სპორტისა და მედიცინის მხარდაჭერაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არქის წლების მანძილზე სპორტსმენებისა და სამედიცინო პერსონალის გვერდში დგომისთვის."- ამბობს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი - ზურაბ კახაბრიშვილი.
არქის მოგების 5% სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას ხმარდება. ქართული სპორტის მხარდაჭერა, გარემოზე ზრუნვა და საქველმოქმედო ღონისძიებები - ეს იმ სოციალური აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია ახორციელებს.