შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქი ჯგუფმა ახალი პროექტი, არქი გლდანი 2 წარადგინა და ამასთან დაკავშირებით წინასწარი გაყიდვების ღონისძიებას უმასპინძლა. მხოლოდ ამ დღეს მომხმარებელს შეეძლო სასურველი ბინა სპეციალურ ფასად შეეძინა. 2017 წლის 16 დეკემბერს არქი ჯგუფის გაყიდვების ოფისში თავი მოიყარეს პროექტით დაინტერესებულმა პირებმა. პირველი ბინა ღონისძიების დაწყებიდან 5 წუთში გაიყიდა, რასაც მოჰყვა კიდევ 63 ბინა 5 საათში.
16 დეკემბრის შედეგი არა მხოლოდ არქი ჯგუფის, არამედ ქვეყნის მასშტაბით არის რეკორდული მაჩვენებელი. წინასწარი გაყიდვების ღონისძიება არქი ჯგუფში უკვე ერთგვარი ტრადიციაა, რომლითაც 1 წელზე მეტია სარგებლობს მომხმარებელი. პროექტის დაწყების წინ კომპანია აკეთებს სპეციალურ შეთავაზებას მხოლოდ ერთი დღით, თუმცა სტატისტიკურად, არქი ჯგუფის პროექტების დასრულებისას ბინების 85% უკვე გაყიდულია, რაც ადასტურებს მომხმარებლის ნდობას კომპანიისადმი.
არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე არქი ჯგუფს აქვს 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ. მიმდინარე მშენებლობა.
არქი გლდანი 2 მდებარეობს გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ქერჩის ქუჩაზე. პროექტიდან ფეხით 5 წუთის სავალზე განთავსებულია მეტრო ახმეტელი და გლდანი სითი მოლი. პროექტი აშენდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. პროექტით გათვალისწინებულია 4-დონიანი, დახურული ავტოსადგომი 100 მანქანაზე და კომერციული ფართი.