შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
წელს არქის 15 წლის იუბილე შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ 20 000-მდე არქელი ერთ დიდ ოჯახად გააერთიანა. ეს კამპანიაც არქის ღირებულებებს წარმოაჩენს - ოჯახი და არქელებზე ზრუნვა.
რგოლი ასახავს ორი სახლის საახალწლო სამზადისს. პირველ სახლში ტრადიციული ჟრიამულია, ხოლო მეორე გმირი ხანდაზმული მამაკაცია, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ახალ წელს მარტო ხვდება. ახალი წელი კი ის დღესასწაულია, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება ოჯახური სითბო. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, არქი ყველას მოგვიწოდებს, რომ „ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია.“
არქის საახალწლო რგოლის მთავარი მესიჯია „ერთი დიდი ოჯახი“, რაც კომპანიას ყოველდღიურობაში აქვს გადატანილი. ყოველწლიური ტრადიციისამებრ საახალწლოდ ფილარმონიასთან ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართა, სადაც არქელთა ერთი დიდი ოჯახი საახალწლო განწყობას ეზიარა.