შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
დღეს არქი საგანგებო საქმეთა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა და 1 500 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა.
„დღეს ჩვენ სასწრაფო დახმარების პერსონალს 1 500 ცალი მაღალი ხარისხის რესპირატორი გადავეცით. მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ასე თავდაუზოგავად შრომობთ,“ - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
არქი კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აგრძელებს. კომპანიას გამოყოფილი აქვს 300 000 ლარზე მეტი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ხმარდება. სასწრაფო დახმარების პერსონალისთვის რესპირატორების გადაცემა ამ აქტივობების ერთ-ერთი ეტაპია.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არქის ამ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. ის საჩუქარი, რაც დღეს არქისგან მივიღეთ, არის აუცილებელი ნივთი, რომელიც ჩვენმა მედპერსონალმა უნდა გამოიყენოს,“ - ამბობს ავთანდილ თალაკვაძე, საგანგებო საქმეთა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი.
არქიმ განაცხადა, რომ კომპანია კორონავირუსის წინააღმდეგ 300 000 ლარზე მეტს გამოყოფს. სწორედ ამ ინიციატივის ერთერთი აქტივობაა დევნილთა დასახლებებისთვის საჭირო პროდუქტისა და ნივთების გადაცემა.
არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ასევე კომპანიამ დევნილთა დასახლება „უშბა“ საკვები პროდუქტებით მოამარაგა. არქიმ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი აჩუქა, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. კომპანიის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავათ კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნის ხელფასს.