Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

28/09/2021
თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა

თბილისში, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. პროექტი „არქიმ“ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან - „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და თიბისისთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია.

ქარხანა გეგმის თანახმად, 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს. იგეგმება 200-მდე ადამიანის დასაქმება. უახლოეს პერიოდში საწარმო სრულად ჩაანაცვლებს იმპორტს და ექსპორტზე გავა.

გერმანული ბრენდი YTONG, 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. დღეისათვის, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.

„ხარისხიანი მშენებლობა არქის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ სამშენებლო მასალების ხარისხს და შესაბამისად, უკვე 7 წელია არქის ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 55 მილიონი ლარი შეადგინა და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის უმაღლესი ხარისხის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში, იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი.” - ამბობს არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

 

 

 

 

თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა
30/09/2021 არქიმ კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვებისთვის დაჯილდოების ღონისძიება გამართა 16/09/2021 არქი ახმეტელი - ახალი კომპლექსში გლდანში