Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი კოხტა ბაკურიანში

არქი კოხტა ბაკურიანში ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა
არქი კოხტა ბაკურიანში

არქი კოხტა ბაკურიანში

ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა 
არქიმ ბაკურიანში ახალი აპარტოტელი გახსნა. ზღვის დონიდან 1 700 მ-ზე მდებარე ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ყველა სეზონზე მიმზიდველობას ინარჩუნებს. ეს კი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს. შესაბამისად, ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთ სანდო და მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, „არქი კოხტას" 5-სართულიანი პროექტი, ბინის შეძენის მსურველებს რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდება. პროექტი 147 ბინას დაიტევს, რომელთა მინიმალური ფართი 21.4 კვ.მ-დან დაიწყება. მისი ფასადი უმაღლესი ხარისხის მასალებით - Fundermax-ითა და Caparol-ით მოპირკეთდება. შენობა ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალით, იტონგით, შენდება, რომელსაც ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

„არქი კოხტას" პროექტი მოიცავს ღია და დახურულ ავტოსადგომს. პროექტისთვის გამოიყო რეკრეაციული ზონა, რომლის ფართობი 3 500 კვადრატული მეტრია. იგეგმება საბავშვო სივრცის გაკეთებაც.
  • სკვერი
  • სათამაშო მოედანი
  • პარკინგი

მდებარეობა

ბაკურიანი ერთ-ერთი გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით არის მდიდარი. „არქი კოხტა" დაბა ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ბუნებრივად გამწვანებული კოხტა თავისი სიმწვანით, მოწესრიგებული სასრიალო ადგილებითა და გართობა-დასვენების კუთხით ერთ-ერთი იდეალური ლოკაციაა. თბილისიდან კოხტამდე მცირე, 2-საათიანი მანძილია, რაც ამ კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. არქი კოხტა ბაკურიანში ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ადგილას აშენდება. გამწვანების მხრივ, არქი საკუთარი წვლილის შეტანასაც აპირებს.
მდებარეობა