არქი მუხიანი 2
თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი
არქი მუხიანი 2
თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი
საცხოვრებელი კომპლექსი მშვიდ უბანში
არქი მუხიანი 2-ის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. იგი ირგვლივ არსებული სხვა საცხოვრებელი სახლებისგან არქიტექტურითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის ხარისხით გამოირჩევა.
მუხიანი 2-ის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს. მათ შორის აღსანიშნავია უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის, Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკები, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს, რაც მესაკუთრეს გარემოს გაფრთხილებისა და ბინის გათბობა-გაგრილებაზე თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა