შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
თუ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ინტერიერის დიზაინში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე მოგწონთ მეტალისა და მინის მასალა, მაშინ „ჰაი-ტეკ“ სტილის ნამდვილი მოყვარული ყოფილხართ. ამ სტილში შესრულებული ინტერიერი ხასიათდება მინის, მეტალის, პლასტმასის სიუხვითა და სმარტ მოწყობილობებით.
„ჰაი-ტეკის“ ისტორია
შეიძლება ისიც ითქვას, რომ „ჰაი-ტეკი“ ერთ-ერთი უახლესი სტილია, მისი ისტორია კი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. "ჰაი-ტეკის" ინსპირაცია სამეცნიერო-ფანსტასტიკური ფილმები, ლიტერატურა და ულტრათანამედროვე მასალებია.
„ჰაი-ტეკ“ სტილის მახასიათებლები:
როდის უნდა გამოიყენოთ „ჰაი-ტეკ“ სტილი?
„ჰაი-ტეკ“ სტილს ძირითადად დიდი ფართის სივრცეებში იყენებენ. პატარა ფართის შემთხვევაში კი სივრცე ისე უნდა დააგეგმაროთ, რომ ის ვიზუალურად დიდი ჩანდეს. სწორედ ამიტომ, „ჰაი-ტეკში" სარკეები ბევრჯერ არის გამოყენებული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ სტილისთვის არაბუნებრივია პატარა ტელევიზორები. თქვენ დაგჭირდებათ ბრტყელეკრანიანი, დიდი, პლაზმური ტელევიზორი.
„ჰაი-ტეკ“ სტილის ბინებში ხშირად შეგხვდებათ გაერთიანებული მისაღები და სამუშაო ოთახი. ამ უკანასკნელისთვის განკუთვნილი კომპიუტერული თუ სხვა მედიამოწყობილობები ჰარმონიულად ერწყმის „ჰაი-ტეკ“ ინტერიერს.
ფერები
მთავარი ფერები ნაცრისფერის ცივი ტონები და თეთრია. აქცენტირებული ფერებისთვის გამოიყენებენ ღია ფერებს, რომლებსაც მეტალის ბზინვარება აქვთ, მაგალითად, ნეონის მწვანე, ფორთხოხლისფერი, წითელი და შავი.
ზედაპირი
თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენს ინტერიერს სწორედ „ჰაი-ტეკ“ სტილი სჭირდება, იატაკის საფარად ლამინატი, ლინოლეუმი ან კერამიკული ფილები აირჩიეთ. მოერიდეთ ისეთ შპალერს, რომელსაც ყვავილოვანი ან ხაზოვანი პატერნი აქვს. „ჰაიტეკური“ შპალერი უბრალოა და ზოგჯერ მაცხოვრებლები კედლებს სარკეებიანი პანელებითაც კი აფორმებენ.
ავეჯი
ავეჯი იმდენად ნათელი უნდა იყოს, რომ ბზინავდეს. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ ისეთ ავეჯს, როგორებიცაა, ყავის მაგიდა, ტელევიზორის დასადგამი თუ უბრალოდ თაროები, მინის ზედაპირით ფარავენ ხოლმე.
რაც შეეხება ავეჯის ქსოვილს, ის უმჯობესია იყოს ტყავის. ეს უკანასკნელი შედარებით ნაზი და ბზინვარე აარჩიეთ. „ჰაი-ტეკ“ სტილის სახლებში ერთ უჩველო პატერნს შეამჩნევთ: აქ ქსოვილები თითქმის სულ ერთ ფერშია გადაწყვეტილი ხოლმე.
სამზარეულო ოთახისთვის განკუთვნილი სკამები შესაძლებელია იყოს პლასტმასის. ასევე ამ სტილის შესაბამისად გამოიყურება გამჭვირვალე მოდელებიც.
ორიგინალური და უჩვეულო ფორმის ავეჯი „ჰაი-ტეკ“ სტილისთვის მისაღებია და ბინაში ერთ-ერთ არაჩვეულებრივ დეკორსაც კი ქმნის.
აქსესუარები და დეკორი
„ჰაი-ტეკ“ სტილის ინტერიერში დამატებითი დეკორის გამოყენება აუცილებელი არ არის. ბევრი სინათლე, ქრომირებული და ბზინვარე ზედაპირები სწორედ დეკორის ფუნქციას ითავსებენ. თუმცა, თუ თვლით, რომ თქვენს სახლს კომფორტისა და მყუდროების შეგრძნება აკლია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორიგინალური მაგიდის სანათები, სიურეალისტური ნახატები, მეტალის ქანდაკებები და მინისგან დამზადებული დეკორი. მათი დახმარებით ინტერიერში არა მხოლოდ „ჰაი-ტეკ“ სტილს შექმნით, არამედ გლამურულ მუხტსაც შესძენთ.
თუ შეიძინეთ ბინა არქის დასრულებულ პროექტში, გადაწყვიტეთ, რომ ინტერიერი სწორედ „ჰაი-ტეკ“ სტილში უნდა იყოს გადაწყვეტილი, შესაბამისი მასალების ძებნა არქის პარტნიორ სარემონტო კომპანიებში შეგეძლებათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ გადმოგეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი „არქი ქარდი“, რომლის დახმარებითაც სასურველ პროდუქციას დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.