შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
სინათლის გარეშე არაფერი არსებობს, მითუმეტეს, ინტერიერის დიზაინში. განათებისას იცვლება ფერები, ტექსტურა და ავეჯიც კი. ერთი სიტყვით, განათება სივრცის აღქმაში უდიდეს როლს თამაშობს და, ამასთან ერთად, ჩვენს განწყობასაც ქმნის. სწორი განათების შექმნა, მისი მახასიათებლების გაცნობით იწყება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფუნქციურთან ერთად, ის ვიზუალურად მისაღები უნდა იყოს. სანათების აბაჟურებზე მეტად, ხასიათს განათების ფერი ქმნის. სწორედ, მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ განისაზღვრება სივრცე, როგორი ატმოსფერო იქმნება და როგორ გრძნობენ თავს მობინადრეები.
განათების ფერი
განათების ფერები 3 ნათებად იყოფა: თბილი, ნეიტრალური და ცივი. თავად ფერის ტემპერატურა კელვინით იზომება და ის 2000-6500 კელვინებს შორის მერყეობს. რაც უფრო მაღალია ფერის ტემპერატურა, მით უფრო ცივია ნათება. მაგალითად, 1 200 კელვინზე თბილი ნათებაა. ზუსტად ასეთია სანთლის ფერის ტემპერატურა. 5 600 კელვინი კი იგივეა, რაც დღის სინათლე. თბილ ნათებას წითელ-ყვითელი ეფექტი დაკრავს, ცივს კი - თეთრი-მოლურჯო.
ცივი ნათება
ცივი ნათება სუფთა, ნათელ განათებას გაძლევთ. ის აძლიერებს კონცენტრაციის უნარს და ქმნის სამუშაო ატმოსფეროს. სწორედ, ამიტომ, ოფისებსა და სამუშაო ოთახებში უმეტესწილად ცივი ნათება გამოიყენება. განსაკუთრებით ეფექტურია ხელოვნური ცივი ნათებისა და ბუნებრივი განათების კომბინაცია, რომელიც სამუშაო განწყობას მალევე შეგიქმნით. ცივი ნათება ასევე გამოიყენება სამზარეულოში, რომელიც ვერცხლისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი.
ნეიტრალური ნათება
ნეიტრალური ნათება ცივ და თბილ ნათებებს შორისაა. კელვინის სკალაზე, ნეიტრალურ ნათებას 4000 კელვინი აქვს. მას რბილი თეთრი და ცივი ცისფერი დაკრავს. ინტერიერში ამ ტიპის განათების გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ის არ ღლის თვალებს და, ამასთან ერთად, ცივ და სუფთა განათებას გაძლევთ. ნეიტრალურ ნათებას იყენებენ იმ ოთახებში, რომლებსაც მკვეთრი განათება სჭირდებათ: სააბაზანო, შემოსასვლელი და ზოგჯერ მისაღები ოთახიც კი.
თბილი ნათება
თბილ ნათებას რბილი ჩრდილი და მოწითალო-მოყვითალო ტონები დაკრავს. როგორც ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, თბილი ნათებისთვის ისეთი ოთახები აირჩიოთ, სადაც ოჯახი ერთად იკრიბებით, ვახშმობთ და საღამოს სასიამოვნოდ ატარებთ. სწორედ, ამიტომ, ყველაზე მეტად თბილ ნათებას მისაღებ და საძინებელ ოთახში იყენებენ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია ავეჯი და კედლები ნეიტრალურ ან თბილ ფერებში იყოს გადაწყვეტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილი ნათება ოთახში კომფორტის შეგრძნებას ვერ შექმნის. საძინებელ ოთახში ამ ტიპის განათება არა მხოლოდ სიმშვიდეს, არამედ რომანტიკულ გარემოსთანაც არის დაკავშირებული.
სინათლის ფერის ტემპერატურის არჩევას სივრცის ფუნქციურობასთან ერთად მობინადრეების ემოციებიც განაპირობებს. ერთი მხრივ, თბილი ნათება რომანტიკულ, კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის, რადგან ის სანთლის შუქს წააგავს. მეორე მხრივ, კი ცივი ნათება, რომელიც ბუნებრივი განათების ალტერნატივაა, ადამიანებს უფრო ბედნიერს და ენერგიულებს ხდის. მათი ნაზავი კი იდეალურ ნეიტრალურ ნათებას გაძლევთ.
თუ ბინა შეძენილი გაქვთ არქის რომელიმე პროექტში, თქვენ გადმოგეცემათ არქი ქარდი. მისი საშუალებით, თქვენს საყვარელ სანათს სასურველი ნათებით დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.