შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
პარიზელმა ინტერიერის დიზაინერმა - მარიან ევენუმ გაითქვა სახელი, როგორც ექსპერტი პატარა ფართების რეკონფიგურაციის საქმეში. მის მიერ დაპროექტებული ბინებიდან, ყველაზე პატარა 11 კვადრატული მეტრის სტუდიის ბინა იყო.
ამ ბლოგში წარმოგიდგენელია მარიანა ევენუს მიერ დაპროექტებულ ერთ-ერთ ბინას. ორი ოთახი, რომელიც უფრო მეტად შეეფერება სტუდენტურ საცხოვრებელს, გადაკეთდა მინი-ბინად საკუთარი შესასვლელით, სამზარეულოთი, მისაღები ოთახით, საძინებლით გასახდელი ოთახით, საოფისე ფართითა და სააბაზანოთი.
როგორ აითვისოთ სივრცე პატარა ბინაში მაქსიმალურად?
წაიკითხეთ ეს ბლოგი, რადგან სწორი დეკორირების რამდენიმე საიდუმლოებას სწორედ აქ გაიგებთ.
ხრიკების საღებავის ყუთი
ოთახის დიზაინის შექმნის პროცესში, საღებავი თქვენი “საუკეთესო მეგობარია”. არსებობს წარმოდგენა, რომ ოთახში ერთი ფერის საღებავის გამოყენება მეტი სივრცის განცდას ქმნის. თუმცა ეს სულაც არ არის ერთადერთი გზა ოთახში სივრცულობის შესაქმნელად. სხვადასხვა ფერებისა და გრაფიკების გამოყენება, საკმაოდ ეფექტური და განსხვავებული ვიზუალის შექმნის გარდა, სივრცესაც მოგაგებინებთ.
მოქნილი ავეჯი
პატარა სივრცეში, საკმაოდ ხშირად ხდება საჭირო ავეჯის გადაადგილება, ამიტომ, თუ მცირე ზომის ბინაში ცხოვრობთ, უმჯობესია ისეთი ავეჯი შეიძინოთ, რომელიც კომპაქტურია და მარტივად გადაადგილებადი. მაგალითად, სამზარეულოში იდეალური არჩევანია ე.წ. ბისტროს დასაკეცი მაგიდა და სკამები.
დამალული სიღრმეები
სადაც არ უნდა გაიხედოთ, ამ პატარა ბინაში, ყველა კუთხეში დასაწყობების ჭკვიანურ გზებს მიაკვლევთ. მაგალითად ცხელი წყლის ავზი დამალულია საძინებლის კარადაში, სხვაგან სივრცეებში კი კარადები ფანჯრების ქვეშ არის ჩაშენებული.
მოწესრიგებული სითბო
მარიანი უპირატესობას იატაკქვეშა გათბობას ანიჭებს, რადგან ამით თავიდან იცილებთ რადიატორის დამონტაჟებას და შესაბამისად, ზოგავთ სივრცეს. ამ ბინის იატაკისთვის, მუხის ფიცრებია გამოყენებული, რადგან მას აქვს ვიწრო ფიცრები და არ არის ძალიან სქელი, შესაბამისად სითბოს კარგად ატარებს.
დანაწევრება და ათვისება
როგორც ბინის მფლობელები ამბობენ, მათი წარმოდგენით, მარიანი ბინის სრულად დანგრევასა და თავიდან აშენებას დააპირებდა. თუმცა დიზაინერი სრულიად საპირისპიროდ მოიქცა. როგორც თავად ამბობს, საიდუმლო სივრცის ზონირებაშია. მარიანს სჯერა, რომ ზონირება სხვადასხვა ფუნქციონირების ოთახებს წარმოქმნის და ქმნის ილუზიას, რომ მრავალფუნქციურ სივრცეში ხარ და არა 25 კვადრატულ ყუთში.
მარიანის ერთგვარი ნიშა, ოთახებს შორის ატელიეს სტილის ფანჯრების შექმნაა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, ბუნებრივი განათების შესაქმნელად, ეს კი უმნიშვნელოვანესია სივრცის გასაფართოებლად. ამასთან, დიზაინერი თვლის, რომ ოთახებს შორის ფანჯრები, პოეტური ესთეტიკის მატარებელია. რაც შეეხება პირადი სივრცის შენარჩუნებას, შიდა ფანჯრებზე ტილოს ჟალუზების გამოყენება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.