შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ლიდერი დეველოპერული კომპანია, არქი, 15 წლის გახდა. არქის ისტორია 2006 წლიდან იწყება, დღეს კი კომპანია უკვე 20 000-მდე არქელს აერთიანებს. 31 დასრულებული საცხოვრებელი სახლი და 20 მიმდინარე მშენებლობა, სასტუმროები ზღვისა და მთის კურორტებზე, 3 ოფისი და უამრავი განხორციელებული სოციალური აქტივობა.
არქი 2006 წელს ილია წულაიამ, მენი ბენიშმა და ირაკლი ქაფიანიძემ დააარსეს. 2008 წლიდან კომპანია დეველოპერულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. 2018 წელს არქის თანამფლობელი ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გახდა, რომელთან ერთადაც, კომპანიას არა ერთი საინტერესო კამპანია ჰქონდა განხორციელებული.
არქის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებაზე ზრუნვაა. კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ მიმართულებას ხმარდება. ქართული სპორტის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა და საქველმოქმედო ღონისძიებები - ეს იმ სოციალური აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც არქის მონაწილეობა აქვს მიღებული.
დიდ მოტივაციასთან ერთად, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ენერგოეფექტური მშენებლობაცაა, რომლის კულტურა საქართველოში არქიმ შემოიტანა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იტონგის ქარხნის მშენებლობის დაწყება, რომლის ინვესტიციამაც 50 მილიონი ლარი შეადგინა. იტონგი გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკია, რომლითაც არქის ყველა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
„არქი უკვე 15 წლისაა. წლების განმავლობაში, საქმეს მაქსიმალური ძალისხმევით ვაკეთებდით, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა. ყველაზე დიდი წარმატება კი არის ის, რომ ჩვენ შევძელით შეგვექმნა არქელების უდიდესი ოჯახი, რომელიც 20 000 ადამიანს აერთიანებს. მიხარია, რომ მათ შორის, ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ქართველია, რომლებსაც არქიში ბინის ყიდვის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გაუმარტივდათ. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ამხელა ნდობისა და ერთგულებისთვის. არქელებზე ზრუნვა ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ყოველდღიურად ვცდილობთ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი შეთავაზება და მომსახურება და უახლოეს მომავალში არაერთი ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით“, - ამბობს არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
არქი საუკეთესო დამსაქმებელია. კომპანიის სამ ოფისში 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობებზე ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი საქმდება.
არქის სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია და არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოიცავს თბილისსა და საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადასვლაა, რომლის მიზანიც არქელების კომფორტისა და კმაყოფილების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა..