შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
უძრავი ქონების ბაზარზე არქის გაყიდვები ზრდას განაგრძობს და ლიდერი დეველოპერული კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს. 2018 წლის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობა 1 221 რიცხვს უტოლდებოდა, 2019 წელს ეს მონაცემები 1 701-მდე გაიზარდა, ხოლო 2020 წლის პანდემიის პირობებში არქიმ 1 612 ბინა გაყიდა.
2020 წელს, არქი პანდემიისგან გამოწვეულ ყველა პრობლემას სტაბილურად შეხვდა და პროგრესისკენ მიმავალი გზა წარმატებით განაგრძო. ამასთან ერთად, არქიმ თავის მომხმარებელს უპრეცედენტო „გარანტიის პროგრამა“ შესთავაზა. საერთო ჯამში, კომპანიას არქელების 1 500-მდე ოჯახი შეუერთდა. ამ რიცხვმა 2018 წლის მონაცემებს რამდენიმე ასეულით გადააჭარბა.
რაც შეეხება 2021 წელს, არქი 30 დასრულებულ და 21 მიმდინარე მშენებლობას ითვლის. კომპანია აქტიურად მუშაობს სერვისების გაუმჯობესებასა და არქელებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაზე.