შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქიმ საახალწლოდ არქელებს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა - 15 იანვარს სპორტის სასახლეში კონცერტი „ჯიფსი არქელებისთვის“ გამართა.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. არქელებმა ერთად აღნიშნეს ძველით ახალი წელი და დაუვიწყარი დრო გაატარა. კონცერტი საქველმოქმედო იყო, ბილეთს სიმბოლური ფასი ჰქონდა და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ბერი ანდრიას ფონდში.
„ამ გრანდიოზული კონცერტის მიზანი არქელებისთვის საახალწლო განწყობის შექმნის გარდა, მათთვის ქველმოქმედების შესაძლებლობის მიცემა იყო. კონცერტის ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ბერი ანდრიას ფონდში. არქელებს ძალიან უხაროდათ, როცა იგებდნენ, რომ კონცერტზე დასწრებით ქველმოქმედებას ეწეოდნენ.“ _ აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქის ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს ბერი ანდრიას ფონდთან, რომელიც დედა თინათინის შექმნილია. ეს ფონდი შეუფასებელ საქმეს აკეთებს, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის სახლი ააშენა და მათზე მუდმივად ზრუნავს. არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი და არქელები ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრნენ, დედა თინათინს 45 130 ლარიანი სიმბოლური ჩეკი, ხოლო ბენეფიციარ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
„მადლობას ვუხდი თითოეულ არქელს. არქი არის ის კომპანია, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის სოციალური პასუხისმგებლობა. ამ კომპანიას არასდროს ვავიწყდებით და ბევრი წელია გვერდში გვიდგას. ამ სახლის აშენებაში არქის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.“ _ აცხადებს დედა თინათინი.
არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე და გარდა ამისა, გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. კომპანია მოგების 5%-ს ქველმოქმედებისთვის, გარემოზე ზრუნვისთვის, სპორტის განვითარებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობისთვის ხარჯავს.