Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

17/02/2023
არქიში სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიაა

არქი 2006 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც 43 დასრულებული და 19 მიმდინარე პროექტი აქვს.

კომპანია მუდამ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ, თანამშრომლებს კონკურენტულ ანაზღაურებას, გუნდურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს სთავაზობს.

ამ ეტაპზე არქის სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსია აქვს, რომლის ძირითადი ფუნქციებია:  

  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა;
  • ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
  • კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
  • გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
  • მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა, შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებმა CV უნდა გადაგზავნონ მეილზე hr@archi.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.

 

არქიში სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიაა
01/03/2023 ახალი საცხოვრებელი სახლი არქი ახმეტელი B 14/02/2023 არქელების დიდმა ოჯახმა ბერი ანდრიას ფონდს 45 130 ლარი გადასცა