შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არქიმ ყველა საცხოვრებელ პროექტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. კომპანიამ გაითვალისწინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და სწორედ ამიტომ არქის თითოეული საცხოვრებელი კორპუსი, დეზინფიცირდა. "კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს ყველა პროექტში დასუფთავება/დეზინფექციის ღონისძიებები გაგვეტარებინა. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ სახეს მიიღებს. არქელებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია," - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
დეზინფექცია შეეხო არქის თითოეული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებს.