შეუკვეთე ზარი
დაგვიკავშირდი
+995 322 602 602
არქი რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ არქიმ გამოყო 30 000 ლარი კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში კომპანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო არქის, იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით დგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია. ყოველი დახმარება, რომელიც ჩვენთან მოდის, ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის გაწეული დიდი ღვაწლი", - ამბობს ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონა ვირუსთან ბრძოლაში, მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს, შემოუერთდნენ არქის ინიციატივას, რათა დავეხმაროთ ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დაამარცხოს ეს ვირუსი,“ - ამბობს ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
არქი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, თუმცა ეს არ ეხება მშენებარე პროექტებს და მათი მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კომპანია ასევე ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით ამუშავებს თითოეული პროექტის სადარბაზოებსა და ლიფტებს.