Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

03/04/2020
არქიმ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს არქი მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით არქიმ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აქტივობებს კორონავირუსის წინააღმდეგ. ამჯერად თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავცემთ მაღალი ხარისხის N95 ტიპის სპეციალურ რესპირატორებს, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თანამშრომელს ვინც ახლა თავდაუზოგავად შრომობს ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებისთვის“- ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა და კომპანიის ჩართულობა. მადლობას ვუხდი „არქის“, რომ მოგვამარაგა საჭირო პროდუქციით.“- ამბობს შოთა ონიანი, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

თავდაპირველად არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონავირუსთან ბრძოლისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ახლა კომპანიას 300 000 ლარზე მეტი აქვს სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყოფილი.

არქიმ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო ინვენტარი, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. კომპანიის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავათ კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნის ხელფასს.

არქიმ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა
07/04/2020 სპეციალური შეთავაზება არქი დიღომი 2-ის ბინებზე! 25/03/2020 არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები გადასცა