Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

25/03/2020
არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები გადასცა

არქი გამოეხმაურა თბილისის მერიის ინიციატივას და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. პროდუქციის დარიგებაში წითელი ჯვრის მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად არქელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ. სიამოვნებით შემოვუერთდით თბილისის მერიის ინიციატივას და დავეხმარეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი გვერდში დგომა დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ. დიდ მადლობას ვუხდი თბილისის მერიას, წითელ ჯვარსა და მათ არაჩვეულებრივ მოხალისეებს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გვერდით არქელებიც არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კომპანიის ყველა სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში“ - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქიმ განაცხადა, რომ კომპანია ასეულობით ათას ლარს გამოყოფს კორონავირუსთან ბრძოლისთვის და სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში გადასცა დღეს 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს საჭირო პროდუქცია.

„მადლობას ვუხდი კომპანია „არქის“ მიმდინარე პროცესებში წვლილის შეტანისთვის. თითოეული კომპანიის ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის. მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის პერიოდში ხანდაზმულები რისკჯგუფში მოიაზრებიან, სწორედ ამიტომ თბილისის მერიის ინიციატივით, მათ ყველა საჭირო პროდუქციას სახლში მივაწოდებთ, რათა არ მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“ - განაცხადა თბილისი მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

არქიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოყოფს ასეულობით ათას ლარს და ეტაპობრივად არაერთ აქტივობას განახორციელებს. კომპანიამ რამოდენიმე დღის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო ინვენტარი, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. არქის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავათ კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნის ხელფასს.

არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ყველა პროექტის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაბარდეთ ბინები. მშენებლობებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.

არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები გადასცა
03/04/2020 არქიმ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა 23/03/2020 არქიმ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს 20 000 ლარი გადასცა