არქი ვაზისუბანი A
თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა
არქი ვაზისუბანი A
თბილისი, მუსხელიშვილის ქუჩა
კომფორტული საცხოვრებელი სახლი ვაზისუბანში
ახალი საცხოვრებელი კომპლექსის არქი ვაზისუბანის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდა. შენობა გამორჩეულია არქიტექტურით, ფასისა და მშენებლობის ხარისხის შესაბამისობით. მისი ფასადი საუკეთესო ბელგიური აგურით მოპირკეთდა. საერთო სარგებლობის ფართები კი მაღალ დონეზე მოეწყო.
პროექტი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის აშენებული. აღსანიშნავია გერმანული წარმოების, Ytong-ის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბლოკი. 2013 წელს Ytong გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით მის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. Ytong ასევე უნიკალური თვისებებით გამოირჩევა: ის ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა