არქი კოხტა ბაკურიანში
ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა
არქი კოხტა ბაკურიანში
ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა
არქიმ ბაკურიანში ახალი აპარტოტელი გახსნა. ზღვის დონიდან 1 700 მ-ზე მდებარე ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ყველა სეზონზე მიმზიდველობას ინარჩუნებს. ეს კი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს. შესაბამისად, ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთ სანდო და მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, „არქი კოხტას" 5-სართულიანი პროექტი, ბინის შეძენის მსურველებს რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდება. პროექტი 147 ბინას დაიტევს, რომელთა მინიმალური ფართი 21.4 კვ.მ-დან დაიწყება. მისი ფასადი უმაღლესი ხარისხის მასალებით - Fundermax-ითა და Caparol-ით მოპირკეთდება. შენობა ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალით, იტონგით, შენდება, რომელსაც ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს.
ბინის არჩევა